რატომ გვირჩევენ ჩვენ?

ჩვენ ველოდებით თქვენს პირველ შეფასებებს მკურნალობის დამთავრებისთანავე საერთაშორისო პაციენტებისათვის შექმნილი ცენტრი მომსახურების დაწყებიდან დასრულებამდე, non-stop service-ით, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, თარჯიმნებისა და კონსულტანტების ჯგუფის საშუალებით, კოორდინაციას უწევს თქვენს სამედიცინო, სამგზავრო, საცხოვრებელ, დასასვენებელ და სხვა მოთხოვნილებებს.

30 წლიანი გამოცდილება სპეციალიზაციის ყველა დარგში

Group Florence Nightingale – ის მოღვაწეობა იწყება 1989 წლიდან. ამ დროის განმავლობაში მან დააარსა სამი საავადმყოფო, სამედიცინო კლინიკა, და სამკურნალო, ქირურგიული და დიაგნოსტიკური სპეციალიზაციის ცამეტი ცენტრი″

მიღწევები 

30.000 განკურნებული პაციენტი წლიურად, 800 კაცზე გათვალისწინებული ადგილი (პლიუს 200 საწოლი გონიერი საავადმყოფოს (smart hospital) შემადგენლობაში, მთლიანობაში 1000 საწოლი), 25 საოპერაციო ოთახი, 83 სასწრაფო სამედიცინო და სარეანიმაციო ოთახისათვის განკუთვნილი საწოლი, 2010 წლამდე განხორციელებული 41.000 გულის ქირურგიული ოპერაცია, კარდიოლოგიის თვალსაზრისით, ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში, საშუალოდ კვირაში ხერხემლისა და სქოლიოზის 8 ქირურგიული ოპერაცია, 2010წ. 7 ღეროვანი უჯრედის გადანერგვის შემთხვევა თვეში, წარმატებით განხორციელებული 20.000 ორთოპედიული, 300 რობოტული ქირურგიული ოპერაცია უროლოგიაში და 1000 ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

საერთაშორისო აღიარება და აკრედიტაცია

Group Florence Nightingale – ის საავადმყოფოები აკრედიტებულია JCI (Joint Commission International) – ის მიერ. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განიხილავს და აკრედიტაციას აძლევს ამერიკულ საავადმყოფოებს. მათი ჩამონათვალი სულ 350 სტანდარტს შეიცავს, მათ შორისაა: ქირურგიული, ჰიგიენური და საანესთეზიო პროცედურების განსაზღვრა, სამედიცინო პერსონალზე და ექთნებზე მანდატების გაცემის სისტემების შემუშავება და სხვ. JCI 3 წლის ინტერვალით აგზავნის თავის გუნდს აკრედიტებული საავადმყოფოების გასაკონტროლებლად. Group Florence Nightingale აგრძელებს პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან, მუდმივად აბანდებს ინვესტიციებს ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო კადრების მომზადებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.

ექიმები და სამედიცინო კადრები

Group Florence Nightingale – ის ექიმები ლიცენზირებულნი არიან მიღებული გამოცდილების შესაბამისად ″თურქეთის ექიმთა საბჭოს″ მიერ, მრავალი მათგანი კი ამერიკის, ავსტრალიისა და ევროპის ექიმთა საბჭოების მიერ. Group Florence Nightingale – ის ატესტაციის პროცესი მოითხოვს თითოეული ექიმის კვალიფიცირების ოფიციალურ განხილვას და Credentials and Bylaws Committee – ისა და Hospital′s Medical Executive Committee - ს მონაცემებზე თვალყურის დევნებას. საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭო თავდაპირველად განიხილავს, შემდეგ კი ახორციელებს ექიმთა თანამდებობაზე დანიშვნას. ექიმთა კვალიფიკაციის შემაჯამებელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე. თუ სურვილი გაქვთ, თვითონ ნახოთ და შეაფასოთ თქვენი ექიმის გამოცდილება და ხარისხი, ჩვენ შეგვიძლია ორგანიზება გავუწიოთ ყოველივე ამას თქვენი ჩამოსვლის შემდეგ. Florence Nightingale – ის საავადმყოფოში პრაქტიკის გავლის ლიცენზიის მისაღებად, ექთნები, ფარმაცევტები და ლაბორანტები ვალდებულნი არიან გაიარონ სწავლება და ჩააბარონ სერტიფიკაციის გამოცდა. ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხდება ექთნების გადამოწმება. მათ, ვისაც აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა( მაგ. ინტენსიური თერაპიის ექთნები), ვალდებულნი არიან გაიარონ სპეციალური მომზადება და იყვნენ კომპეტენტურები ამ სფეროში.

ტექნოლოგია და აღჭურვილობა

პაციენტის განკურნების თვალსაზრისით, უკანასკნელ წლებში, გასაოცარი მიღწევები გაკეთდა მედიცინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში. მომსახურების მაღალი ხარისხის მისაღწევად, Nightingale - ის ჯგუფი მუდმივად აბანდებს თავის კაპიტალს კადრების დახელოვნებისათვის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის. იგი ფლობს საკუთარ უნივერსიტეტს და სასწავლო საავადმყოფოს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელნი, ″კლინიკურ კვლევით″ და ″სრულყოფილ″ ცენტრებთან ერთობლივი თანამშრომლობით, თვალყურს ადევნებენ მედიცინის ბოლო მიღწევებს. ახლო მომავალში იხსნება რობოტული ქირურგიის მოწყობილობებით, ვიდეოხიდებისა და ტელეხიდების ტექნიკური საშუალებებით და სრული დახელოვნების მედ პერსონალით დაკომპლექტებული პირველი გონიერი საავადმყოფო (smart hospital) რეგიონში, რომელიც შესთავაზებს საერთაშორისო პაციენტებს სამკურნალო და ქირურგიული მეთოდების ყველა სახის მომსახურებას.
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.