რომელი პროცედურა

სიმსუქნის სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდები იქნა შემუშავებული. მათზე უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, საჭიროა გავეცნოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს. 

როგორ ხვდება საჭმელი კუჭში?

თავდაპირველად, კბილების საშუალებით ხდება საკვების დაქუცმაცება, შემდეგ, ნერწყვის მეშვეობით საჭმელი რბილდება, ყბის და ენის მოძრაობის შედეგად იგი საყლაპავ მილში ხვდება. ენა კუნთოვანი ორგანოა და მრავალ რეცეპტორს შეიცავს. ამის შემდეგ პროცესები რეფლექსურ ხასიათს იღებენ.

მას შემდეგ, რაც საჭმელი საყლაპავ მილს გასცდება, იგი ხვდება კუჭში. კუჭი არის კუნთოვანი ორგანო. მისი შიგა გარსი დანაოჭებულია. ლორწოვანი გარსი იცავს კუჭს თვითმონელებისაგან. კუჭის ჯირკვლები გამოიმუშავებს კუჭის წვენს. კუჭიდან საკვები გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში. წვრილ ნაწლავში გრძელდება ნივთიერებების დაშლა, მსხვილ ნაწლავში შეიწოვება წყალი და ხდება მყარი მასების ჩამოყალიბება. 

რატომ ვგრძნობთ სიმაძღრეს?

სიმაძღრის შეგრძნება დამოკიდებულია სხვადასხვა მიზეზებზე, რომლებიც გამომდინარეობს სოციალური, კულტურული და ადამიანური ფაქტორებიდან. ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიმაძღრის გრძნობა დამოკიდებულია ჰორმონებზე, რომლებიც კუჭის შეკუმშვისა და მოდუნების შედეგად ტვინის ჰიპოთალამუსის ნაწილს მაძღრადობის შეგრძნებას აწვდიან. 

ობეზიტასის(სიმსუქნე) ქირურგიას სამედიცინო ლიტერატურაში ბარიატრიულ ქირურგიას უწოდებენ ( ბარიატრია = ჭარბი წონის მოცილება) 

ბარიატრიულ ქირურგიაში არსებობს ოპერაციის 4 ძირითადი ტიპი: 

1. რესტრიქციული 
2. მალაბსორბციული 
3. კომბინირებული: მალაბსორბციულ – რესტრიქციული 
4. სიმაძღრის ცენტრზე მომქმედი ეფექტური პროცედურები


1. რესტრიქციული პროცედურა

კუჭის ბანდაჟირება ყველაზე გავრცელებული მეთოდია რესტრიქციული ოპერაციების დროს. იგი ქირურგიული ჩარევის ან ლაპაროსკოპული გზით კუჭის მოცულობის შემცირების და მაძღრადობის ადრეული შეგრძნების შესაძლებლობას იძლევა. ლაპაროსკოპიული მეთოდი იდეალური ვარიანტია. 
კუჭის ბანდაჟირების გამოყენების შესახებ საჭიროა ვიცოდეთ შემდეგი დეტალები: ოპერაციამდე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ზოგიერთი გამოკვლევა, როგორიცაა: სისხლის ანალიზი, ენდოკრინოლოგიური ტესტი, ფსიქიატრიული გამოკვლევა, ულტრასონოგრაფია, უნდა განისაზღვროს ავადმყოფის ჭამის ჩვევები და სხვ. სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გამოვიყენოთ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები, სპეციალური წინდები და სამასაჟე მოწყობილობები. პროცედურა რთული არ არის, მაგრამ დამოკიდებულია ქირურგის გამოცდილებაზე. სამედიცინო ბაზარზე უამრავი სახის ბანდაჟი არსებობს, მაგრამ იგი უნდა შეირჩეს მისი ხარისხისა და სირბილის მიხედვით. ბანდაჟის ჩადგმა უნდა განხორციელდეს პროფესიონალი გუნდის მიერ სრული ტექნოლოგიით დაკომპლექტებულ საოპერაციო ოთახებში. ოპერაციის შემდგომ იგი საჭიროებს გარკვეული ინტერვალით მუდმივ შესწორებას. სრულ გამოჯანმრთელებას განსაზღვრული დრო სჭირდება.

სლივ გასტრექტომია – რესტრიქციული ოპერაციების მეორე გავრცელებული მეთოდი გახლავთ. ეს ოპერაციაც ტარდება ლაპაროსკოპული მიდგომით, სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით. მისი პროცედურა კუჭის ბანდაჟირების მეთოდთან შედარებით უფრო რთულია და ძალიან მსუქანი, არაჯანსაღი პაციენტებისათვის ზემოთხსენებული მეთოდის ალტერნატივაა. მას კარგი შედეგი ახასიათებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ადამიანმა წონის მატება განაგრძოს. 
უკვე ხშირია ინტრაგასტრალური ბალონირების შემთხვევები. მათი ფუნქცია გახლავთ კუჭის სივრცის შემცირება. ამ პროცედურის შესრულება და პაციენტის მიერ შეგუება რთულია. ძირითადად, პირველ დღეებში და შესაძლებელია რამოდენიმე კვირის განმავლობაშიც, გამოიწვიოს გულის რევა და ღებინება. ავადმყოფების დიდი უმრავლესობა ითხოვს ბალონის ამოღებას მანამ, სანამ ორგანიზმი მას შეეჩვეოდეს. 

2. მალაბსორბციული პროცედურა

დღესდღეობით, ეს პროცედურა აღარ გამოიყენება. წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილს უერთებენ მსხვილ ნაწლავს, და ამდაგვარად, საჭმელი მსვილ ნაწლავში წვრილი ნაწლავის გვერდის ავლით ხვდება. 

3. კომბინირებული: მალაბსორბციულ – რესტრიქციული პროცედურა

გასტროშუნტირება მალაბსორბციულ – რესტრიქციული პროცედურის საუკეთესო მაგალითია. იგი ყველაზე ეფექტური მეთოდია პათოლოგიურად მსუქან ავადმყოფებში. ტექნიკურად რთული ოპერაციაა და ამიცომაც პროცედურას მაღალკვალიფიციური გუნდი სჭირდება. შედეგი შეუქცევადია, რადგანაც იცვლება კუჭის და ნაწლავების ნაკადის მიმართულება.

4. სიმაძღრის ცენტრზე მომქმედი ეფექტური პროცედურები

ეს პროცედურა ფართოდ გავრცელდა ბოლო წლებში. კუჭის ფსკერზე ამაგრებენ მარეგულირებელ პროთეზებს(მაგ: ენდოგასტი). ეს მეთოდი იწვევს ნაკლებ დისკომფორტს, ვიდრე ინტრაგასტრალური ბალონირება. ინტრაგასტრალური ბალონირების დროს ყველაზე ხშირად შეიმჩნევა ისეთი უკუჩვენებები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება და ტკივილი. მარეგულირებელი პროთეზების დროს კი, რადგანაც მხოლოდ 7გრამს იწონის, აღნიშნულ ჩივილებს ადგილი არა აქვს. იგი ენდოსკოპიურად თავსდება და ამოიღება. ჩვენს კლინიკაში ყველაზე მეტად ამ მეთოდს მიმართავენ.
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.