კუჭის ბანდაჟირება

კუჭის ბანდაჟირება გახლავთ პროცედურა, რომელიც იძლევა ქირურგიული მეთოდით ზედმეტი კვების შეზღუდვის საშუალებას. მეთოდი გულისხმობს კუჭის ზედა ნაწილზე სილიკონის რგოლის ჩამოცმას, რომელიც მარტივი პროცესია და არ საჭიროებს დიდ დროსა და ძალისხმევას. მისი მიზანია შეამციროს მიღებული საჭმლის რაოდენობა. რგოლის ჩამოცმის ტექნიკა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვიდეო რგოლზე. ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტთა თანხმობა და მათი სწორად შერჩევა. ავადმყოფის არასწორად შერჩევის შემთხვევაში, შეიძლება ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდეს. ამერიკასა და ევროპაში არსებულ ცენტრებს ამ პროცედურის ჩასატარებლად მოეთხოვებათ სათანადო სერთიფიკატი. საკითხისადმი ასეთი მიდგომა კი ხელს უწყობს აღნიშნული დარგის განვითარებას.

ვისთვის არ არის რეკომენდირებული კუჭის ბანდაჟირება?

კუჭის ბანდაჟირება რეკომენდირებული არ არის კვების ფსიქოლოგიური დარღვევების, შაქრიანი და ტკბილი საკვების მიმართ ზედმეტი მისწრაფების მქონე ავადმყოფებისათვის. ოპერაციამდე ნებისმიერ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შემოწმება ზემოთხსენებულ საკითხებზე. ფსიქოლოგიური შეფასება დიდ გავლენას ახდენს ოპერაციის წარმატებაზე.

რამდენი კილოს დაკლება შეიძლება კუჭის ბანდაჟირებით?

ამ მეთოდით შესაძლებელია ჭარბი წონის 40% - დან 60% - მდე დაკლება. შედეგი დაბალია იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მაღალკალორიულ პროდუქტებს(კოკა–კოლა, ნაყინი, ჩიპსი, შოკოლადი და სხვ.), ხოლო ბევრად უფრო მაღალია შედეგი იმ ავადმყოფებში, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას მისდევენ.

კუჭის ბანდაჟირება აყენებს თუ არა ზარალს კუჭს და მის გარშემო ორგანოებს?

ეს დამოკიდებულია გამოყენებული სილიკონის ხარისხზე, რგოლის სიმსუბუქეზე, ინფექციის არსებობა/არარსებობაზე და ქირურგიული ტექნიკის ხარისხზე. კუჭის ბანდაჟირებამ შეიძლება ზარალი მიაყენოს ქსოვილებს. ჩვენს განყოფილებებში ხშირად მოდიან პაციენტები სხვა სამედიცინო ცენტრებში მიღებული ოპერაციის შემდგომი გართულებების ნიადაგზე. ზემოთ აღნიშნული მიზეზების არარსებობის შემთხვევაშიც კი კუჭის ბანდაჟი კუჭსა და ღვიძლის ქსოვილებს ეკრობა. ბანდაჟის ამოღება არც თუ ისე ადვილი პროცესია.

რა განსხვავებაა ბანდაჟებს შორის? რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის FDA - ს (U.S. Food and Drug Administration - კვებისა და ფარმაციის ადმინისტრაცია) სანქციას?

სილიკონის რგოლები განსხვავდებიან ხარისხით, ჩამკეტი მექანიზმებით, დამაკავშირებელი სისტემებით, კანქვეშ შემავალი პორტის მასალით, სიმყარით-სირბილით. ბანდაჟი უნდა იყოს რბილი, უნდა ჰქონდეს მარტივი და ხარისხიანი ჩამკეტი მექანიზმი, უნდა თავსდებოდეს მარტივად. ზოგ ბანდაჟში, კანის შემავალი ხვრელი შეიცავს პლასტმასის ელემენტებს , ზოგი კი მეტალის ელემენტებს. სამწუხაროდ ხშირია იაფი საქონლის ( აშშ და ევროპის გარეთ წარმოებულის ) გამოყენების შემთხვევები.

კუჭის ბანდაჟის სამშობლო გახლავთ ევროპა. ამერიკაში ის ხელმისაწვდომი გახდა 2000 – იან წლებში. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მიიღოს ოპერაციის დროს გამოსაყენებელი მასალის შესახებ ინფორმაცია. ამერიკის FDA - ს (U.S. Food and Drug Administration - კვებისა და ფარმაციის ადმინისტრაცია) სანქციით რამოდენიმე ბანდაჟი არსებობს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროპაში წარმოებული ზოგიერთი პროდუქტი ხარისხით შეიძლება იყოს იდენტური ან უფრო უკეთესიც. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე ბანდაჟს არ გააჩნია ამერიკის FDA - ს სანქცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უვარგისია.
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.