კორპორატიული

Group Florence Nightingale – ის ′′გონიერი საავადმყოფო′

უახლესი ტექნოლოგიები

გვეამაყება ის ფაქტი, რომ ჩვენს კლინიკათა ქსელს შეემატა ისეთი დაწესებულება, როგორიცაა ″გონიერი საავადმყოფო″. მისი დაპროექტებისას განხილული იქნა წვრილმანი დეტალები საერთაშორისო პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მსოფლიოს სტანდარტების ტექნოლოგიების, მომსახურების და კომფორტის უზრუნველსაყოფად.

200 საწოლზე გათვალისწინებული ″გონიერი საავადმყოფო″( Florence Nightingale Smart Hospital) იხსნება ახლო მომავალში. იგი დაკომპლექტდება სხვადასხვა სახის ტექნოლოგიებით, ექიმებითა და მედ პერსონალით.

უკაბელო მონიტორის საშუალებით, განხორციელდება მუდმივი დაკვირვება პაციენტზე და საავადმყოფოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგიდების შესაძლებლობა მიეცემათ ავადმყოფებს. მსოფლიოში განვითარებული ტექნოლოგიები, როგორიცაა რობოტული ქირურგიული ტექნოლოგია, ტელემედიცინა, უკაბელო ელექტრონული მონიტორინგი და სხვ. ავადმყოფთა მუდმივ სამსახურში იქნება.

გრანდიოზული სამედიცინო დაწესებულების –″გონიერი საავადმყოფო″(Smart Hospital) –ს შესაქმნელად თავი მოვუყარეთ არქიტექტორების, MAP(Mechanical, Electrical and Plumbing on a construction Project) ინჟინრების, ინტერიერის დიზაინერების, აღჭურვილობის კონსულტანტების, სისტემების მწარმოებლების, ტექნოლოგიების კონსულტანტებისა და სამედიცინო პერსონალის კომბინირებულ ჯგუფს.

თანამედროვე მედიცინის წარმოშობიდან დღემდე, ტექნოლოგია გახლავთ მამოძრავებელი ძალა, რომელიც მუდმივად ცვლის ავადმყოფის მკურნალობის მეთოდებს როგორც პოლიკლინიკებში, ასევე ინტენსიური თერაპიის საავადმყოფოებში.

პაციენტის განკურნების თვალსაზრისით, უკანასკნელ წლებში, გასაოცარი მიღწევები გაკეთდა მედიცინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში. მომსახურების მაღალი ხარისხის მისაღწევად, Nightingale - ის ჯგუფი მუდმივად აბანდებს თავის კაპიტალს კადრების დახელოვნებისათვის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის. Group Florence Nightingale განსაკუთრებულია იმითაც, რომ ფლობს საკუთარ უნივერსიტეტს და სასწავლო საავადმყოფოს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელნი, ″კლინიკურ კვლევით″ და ″სრულყოფილ″ ცენტრებთან ერთობლივი თანამშრომლობით, თვალყურს ადევნებენ მედიცინის ბოლო მიღწევებს. ახლო მომავალში იხსნება რობოტული ქირურგიის მოწყობილობებით, ვიდეოხიდებისა და ტელეხიდების ტექნიკური საშუალებებით და სრული დახელოვნების მედ პერსონალით დაკომპლექტებული პირველი გონიერი საავადმყოფო (smart hospital) რეგიონში, რომელიც შესთავაზებს საერთაშორისო პაციენტებს მსოფლიო დონის სამკურნალო და ქირურგიული მეთოდებით მომსახურებას.
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.