შიშლის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო

Sişli Florence Nightingale – ის საავადმყოფო

300 საწოლზე განსაღვრული Florence Nightingale – ის ჯგუფის კლინიკათა ქსელის შიშლის ფილიალი ზოგადი ქირურგიის, მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის შესაძლებლობას იძლევა. საერთაშორისო პაციენტებისათვის გამოყოფილი პალატები, კერძო აბაზანით, სუიტ ოთახებით, სატელიტური ტელევიზიით და ა.შ. კომფორტულ გარემოს უქმნიან ავადმყოფებს.

Sişli Florence Nightingale – ის საავადმყოფოს დაქვემდებარებაშია შემდეგი სრულყოფილი ცენტრები

კარდიოლოგიური და კარდიოვასკულარული ქირურგიის ცენტრი – ანგიოგრაფია და რითმული დარღვევები
ორთოპედიული ცენტრი & ხერხემლის ქირურგიის სტამბოლის ცენტრი
ორგანოს ტრანსპლანტაციის ცენტრი (ღვიძლი, თირკმელი, პანკრეასი)
რობოტული ქირურგიის სტამბოლის ცენტრი ( კარდიოვასკულარული ქირურგია)
პარალიზებულთა ცენტრი
პლასტიკური და რეკონსტრუქციული(სხეულის კორექცია) ქირურგიის ცენტრი

Sişli Florence Nightingale Hospital გახლავთ პირველი საავადმყოფო, რომელიც დაარსდა თურქული კარდიოლოგიური ფონდის ეგიდით. თავდაპირველად, 50 საწოლისაგან შემდგარი, პატარა, მაგრამ დიდი ამბიციების მქონე ჯანდაცვის ცენტრი, წელიწადში მხოლოდ 250 გულის ღია ოპერაციას ახორციელებდა. დღესდღეობით, კი აქ, ყოველწლიურად, 2500 გულის ღია ოპერაცია და 3500 ზოგადი ოპერაცია სრულდება.

Florence Nightingale –ის საავადმყოფოების რადიოლოგიურ განყოფილებებში დანერგილი PACS (Picture Archiving and Communication System) ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლებელია ყველა გამოსახულების ერთდროულად განაწილება.

Sişli Florence Nightingale – ის საავადმყოფოში მოქმედებს დამოუკიდებელი მონიტორინგის ისეთი სწორი მეთოდები, რომლებიც შეესაბამება ამერიკისა და ევროპის ჯანდაცვის ორგანოების ყველა სამედიცინო კრიტერიუმს.

Sişli Florence Nightingale – ის საავადმყოფოში შექმნილი სტაციონალური და ამბულატორიული ობიექტები, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო განყოფილებები, თერაპევტული და რადიოლოგიური დეპარტამენტი (MRI, კომპიუტერიზებული მრავალშრიანი ტომოგრაფია, 4 ანგიოგრაფიის ოთახი, PET-CT და ა.შ. ), სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პოლიკლინიკები, ლაბორატორიები და მრავალი სხვ. 24 საათის განმავლობაში საერთაშორისო პაციენტების სამსახურშია.

გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.