რობოტული ქირურგიული ცენტრი


საერთაშორისო პაციენტების მკურნალობა რობოტული ქირურგიის გზით

რობოტული ქირურგიული სისტემა არის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენა ამ საუკუნეში. შეუძლებელია გამოვთვალოთ მისი მომავალი შედეგები. ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი ნაბიჯები გაკეთდა დახურული ოპერაციების სფეროში და რობოტული სისტემების გამოყენება გახდა ტექნიკური შეზღუდულობის ძირითადი გამოსავალი.

ეს ინფორმაცია მომზადებულ იქნა საერთაშორისო პაციენტებისთვის , იმ მიზნით, რომ დაეუფლონ არსებული ტექნიკის გამოყენების და მისი პერსპექტივების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი CIP განყოფილებიდან.

რობოტული სისტემების გამოყენებას მრავალი უპირატესობა გააჩნია. თუ თანამედროვე ლაპარასკოპიული სისტემები გვაძლევენ ორგანზომილებიან ხედვას, რობოტული სისტემები იძლევა სამგანზომილებიან ხედვათა სფეროს და სიღრმეებს, ქირურგიულ ჩარევას უზრუნველყოფს ე.წ. მკლავებით, რომელიც ადამიანის ხელისგან განსხვავებით არასოდეს იღლება და ასრულებს უპრეცენდენტო ოპერაციებს. მისი საშუალებით მეტი სიზუსტე და სისწრაფე იქნა მიღწეული.

თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემები

თანამედროვე რობოტული სისტემები იყოფა სამ კატეგორიად: აქტიური, ნახევრად აქტიური და master – slave. პირველი ორი კატეგორია გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის ხარისხს და ოპერაციის თვითმართველობას. მაგრამ ყველაზე ხშირი გამოყენება აქვთ master – slave სისტემებს, რომლებიც დისტანციური მართვის საშუალებით ფლობენ რობოტული ქირურგიის სრულ კონტროლს. ეს სისტემა პირველად შემუშავებულ იქნა NASA - ს მიერ კოსმოსურ სივრცეში ასტრონავტების დისტანციური მართვით მკურნალობისთვის და პირველად "da Vinci"TM რობოტული სისტემა დამტკიცდა ამერიკაში 2002 წელს.

Da Vinci TM რობოტული ქირურგიის სისტემა

როგორც პირველ სურათზეა (1) ნაჩვენები , Da Vinci სისტემა შედგება რობოტული კოშკისა (რომელიც მოიცავს გამადიდებელ ლინზებს, ოპტიკურ კამერებსა და სამ რობოტირებულ ხელს), და ქირურგის კონსოლისაგან, რომლებიც იძლევიან საოპერაციო არეალზე სამგანზომილებიანი გამოსახულებისა და რობოტული მკლავების დისტანციურად მართვის შესაძლებლობას.

Da Vinci S რობოტული სისტემა


როგორც მეორე სურათზეა (2) ნაჩვენები, გამადიდებელი ლინზები რეალური სიღრმის სფეროსთვის კონტროლირებადი ხელებით ( მარცხნივ) და ოპტიკური ლინზების მეშვეობით (მარჯვნივ).სამგანზომილებიანი ხედვის შესაძლებლობას იძლევა


რობოტული ქირურგიის გამოყენება დღევანდელ დღეს

რობოტული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო 1994 წელს, ძირითადად ქოლეცისტექტომიის , ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და საშარდე ბუშტის ოპერაციებში. მისი პირველი ფართოდ გავრცელებული გამოყენება დაიწყო ევროპაში, 1997– 2001 წლებში ,როცა 146 პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია რობოტი Da Vinci ს გამოყენებით, მათ შორის იყო ორი ძირითადი ოპერაცია პროსტატექტომიისა და ვარიკოცელექტომიის, სადაც არ დაფიქსირებულა რობოტულ სისტემასთან დაკავშირებული რაიმე გართულებები და დაამტკიცეს კომპიუტერული და ვიზუალური სისტემების სრული ფუნქციონალობა. შემდგომმა გამოყენებამ ამერიკაში, ამ წლების მანზილზე , გააფართოვა da Vinci ს სფერო დონორის ნეფრექტომიის ოპერაციებში და დაამტკიცა რობოტული ქირურგიის პრაქტიკული გამოყენება და სიცოცხლისუნარიანობა სტანდარტული ლაპარასკოპიის პარალელურად .

Da Vinci - ს რობოტის განვითარებამ გააფართოვა გამოყენება ზოგადად გულმკერდის , ორთოპედიულ, ბავშთა და უროლოგიურ ოპერაციებში. უროლოგიაში ძირითადი გამოყენების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: რადიკალური პროსტატექტომია, პიელოპლასტიკა, Psoas Hitch და Boari-flap პროცედურების, რადიკალური ცისტექტომია, ileal neobladder პროცედურები, ნეფრექტომია, ადრენალექტომია, რადიკალური და მარტივი ნეფრექტომია, ნაწილობრივი ნეფრექტომია და Sacrocolpopexi ოპერაციები

რობოტული რადიკალური პროსტატექტომია

რობოტული ქირურგიის ეს სფერო პირველად გამოყენებული იქნა გერმანიაში და ამერიკაში 2000 წელს. რადიკალური პროსტატექტომია მოითხოვს ძალიან დელიკატურ და დეტალურ გაკვეთას და გაკერვას, ზუსტად მორგებულ da Vinci
აპარატის მეექვსე ხარისხით თავისუფლად გადაადგილებაში : მათ შესწევთ უნარი შეასრულონ 5400 ბრუნი საკუთარი ღერძის გარშემო, ეს კი ამსუბუქებს მათ მოძრაობას ვიწრო და შეზღუდულ ადგილებში, როგორიცაა მამაკაცის მენჯი,
(სურათი 3). მისი საშუალებით ადვილად სრულდება ზუსტი და დეტალური ანატომირება ოპერაციებზე.

5400 ბრუნვის შემსრულებელი და ექვსი გრადუსით მოძრაობის მაჩვენებელი რობოტი აპარატი


აღნიშნული უპირატესობების საფუძველზე, რადიკალური პროსტატექტომიის ოპერაციებში რობოტული ქირურგიის გამოყენება გასაოცარი სისწრაფით გაფართოვდა ბოლო წლებში. ამერიკაში 2,648 ასეთი ოპერაცია იქნა შესრულებული 2003 წელს, 2007 წელს მისი რიცხვი 55000 მდე გაიზარდა, იმ დროისათვის რადიკალური პროსტატექტომიის ოპერაციების 65% რობოტის გამოყენებით ტარდებოდა.




გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.