სამუშაო
ადგილები
  • გაირეთთეფეს ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო Cemil Aslan Güder Sok. No: 8 Gayrettepe - İstanbul რუკაზე ჩვენება

1964 წელს, დაასრულა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1967 წელს, იმავე უნივერსიტეტში დაამთავრა რეზიდენტურა, პათოლოგიის მიმართულებით. იმავე წელს, გაემგზავრა ბირმნიგჰემში, სადაც გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები დედოფალ ელისაბედის სახელობის უნივერსიტეტში, ქალური დაავადებებისა და გინეკოლოგიის განყოფილებაში,  ციტოლოგიის სასწავლო ცენტრში. მოგვიანებით კი, მუშაობდა ლონდონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ციტოლოგიისა და გინეკოლოგიური დაავადებების მიმართულებით. 

1969 წელს, სამშობლოში დაბრუნებული, სავალდებულო პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ანკარის ონკოლოგიურ საავადმყოფოში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1974 წელს, მუშაობდა დაიწყო სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, პათოლოგიის კათედრაზე. მალევე მიენიჭა დოცენტის, მოგვიანებით კი-პროფესორის წოდება. აქ მუშაობის პერიოდში, მისი ინიციატივით დაარსდა ძვლისა და რბილი ქსოვილების კიბოს კვლევის სექცია, აგრეთვე ციტოლოგიის სპეციალობა. ორივე განყოფილებას პირადად ხელმძღვანელობდა. 1998 წელს, პედაგოგიურ საქმიანობას საკუთარი სურვილით ჩამოსცილდა.

1981 წელს, დააარსა კერძო პათოლოგიური კვლევების ლაბორატორია, სადაც განაგრძო პროფესიული საქმიანობა. მოგვიანებით, აღნიშნული ლაბორატორია გააფართოვა და შემოუერთა ჩვენი საავადმყოფოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე შექმნილ ლაბორატორიას. დღესდღეობით, გახლავთ გაირეთთეფეს ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოს გუნდის წევრი.

    • ენების ცოდნა Tr, Eng
  • ვიდეოები
  • Haberler
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.