სამუშაო
ადგილები
  • გაირეთთეფეს ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო Cemil Aslan Güder Sok. No: 8 Gayrettepe - İstanbul რუკაზე ჩვენება
  • ნახევარგანაკვეთი, არასამუშაო საათები, კონსულტაცია

1967 წელს დაასრულა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1972 წელს დაამთავრა რეზიდენტურა, ნეიროქირურგიის მიმართულებით. ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში. მალევე, დაიწყო მუშაობას სტამბოლის გუმუშსუიუს სამხედრო ჰოსპიტალში ნეიროქირურგად. 1974 წელს დაინიშნა სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წევრად. 1980 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 

1978-1980 წლებში მოიპოვა სტიპენდია და გაემგზავრა შოტლანდიაში, გლაზგოს უნვიერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც მუშაობდა „თავის ტრამვების“ მიმართულებით. 

1982 წელს, დაინიშნა ჯერრაჰფაშას კლინიკის დირექტორად. 1987 წელს, სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტზე ნეიროქირურგად მოღვაწეობისას, მიენიჭა პროფესორის წოდება. 

1992  წელს დააარსა სტამბოლის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიულ მეცნიერებათა ინსტიტუტი და დაინიშნა აღნიშნული დაწესებულების დირექტორად.1994 წლიდან მოყოლებული არის ჯერრაჰფაშას ქირურგიულ განყოფილებათა  უფროსის მოადგილე. 2006 წლიდან მოყოლებული, გახლავთ გაირეთთეფეს ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოს გუნდის წევრი. 

ადმინისტრაციული თანამდებობები

  • სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი                           (1982-2006)

  • სტამბოლის უნივერსიტეტის თავის ტრავმების კვლევისა და მკურნალობის ცენტრის დირექტორი (1982-2006)

  • სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტთან არსებული ნეიროქირურგიულ მეცნიერებათა ინსტიტუტის        დირექტორი (1992-2006)

  • სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიულ მეცნიერებათა განყოფილების უფროსის მოადგილე                        (1994-2006)

  • სტამბოლის უნივერსიტეტის სენატთა პალატის წევრი

ჯილდოები

თურქეთის ნეიროქრურგთა ასოციაცია „წარმატებული პროფესიული საქმიანობის 40 წელი“, 2012

    • ენების ცოდნა Tr
  • ვიდეოები
  • Haberler
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.