პროფ. ექიმი Canan KARATAY EFENDİGİL

პროფ. ექიმი
Canan KARATAY EFENDİGİL

შინაგანი ორგანოების მედიცინა

სამუშაო
ადგილები
  • ქადიქოის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო Bağdat Cad. No:63 Kızıltoprak Kadıköy - İstanbul რუკაზე ჩვენება
  • ქადიქოის ფლორენს ნაითინგეილის სამედიცინო ცენტრი Bağdat Caddesi No: 69 Kızıltoprak - Kadıköy - İstanbul რუკაზე ჩვენება

1967 წელს დაასრულა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1972 წელს, იმავე უნივერსიტეტში დაამთავრა რეზიდენტურა, შინაგანი მედიცინის მიმართულებით. 

მოგვიანებით, მოიპოვა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სტიპენდია და გაემგზავრა ლივერპულის რეგიონალურ კარდიოლოგიურ ცენტრში, სადაც გაიარა სასწავლო კურსი კარდიოლოგიის მიმართულებით.   1974-1976 წლებში იყო სტამბოლის უნივერსიტეტის სამკურნალო კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე. თურქეთში პირველად, ქირურგის დახმარების გარეშე, სწორედ მან განახორციელა მუდმივი და დროებითი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის ოპერაცია. კორონარულ რეანიმაციული მკურნალობის სფეროში, მანვე დანერგა ვენის პუნქციის ტექნიკა. 

1976-1978 წლებში იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის კეიპ თაუნის უნივერსიტეტის  Groote Schuur-ის საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა მსოფლიოში ცნობილი მედიკოსის, კრისტიან ბარნარდის გუნდში. სწორედ კრისტიან ბარნარდის მიერ განხორციელდა მსოფლიოში პირველად გულის გადანერგვის ოპერაცია. დოცენტის წოდების მისანიჭებლად, დაიცვა დისერტაცია გულის გადანერგვის თემაზე. 1979 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 

სტამბოლის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას, თურქეთში პირველად, დანერგა კეიპ თუნის უნივერსიტეტში შესწავლილი არტერიული ანგიოგრაფიის ტექნიკა, ე.წ. The Judkin's technique. აღნიშნული პროცედურა, უკვე წარმატებით ხორციელდება მთელს თურქეთში. 

1987-1995 წლებში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, იმყოფებოდა ნიუ-იორკის სამედიცინო უნივერსიტეტში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაც აწარმოებდა კვლევით საქმიანობას. 1995-1997 წლებში, მუშაობდა სხვადასხვა კერძო საავადმყოფოებში, სტამბოლსა და გაზიანთეფში. ამ პერიოდში, რამდენიმეგან დააარსა კორონალური ინტენსიური თერაპიისა და კორონალური ანგიოგრაფიის ლაბორატორიები. 

1997-2002 წლებში იყო იედითეფეს უნვიერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, 2002-2006 წლებში კი ქადირ ჰასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წევრი. 2006-2010 წლებში იყო თურქეთის პირველი და ერთადერთი სამედიცინო უნივერსიტეტის, სტამბოლის სამეცნიერო კვლევით უნივერსიტეტის რექტორი.  

კვლავაც არის სტამბოლის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის განყოფილების 
აკადემიური პერსონალის წევრი. 

    • დაბადების თარიღი 1943
    • დაბადების ადგილი ELAZIĞ
    • ენების ცოდნა Tr, Eng
  • ვიდეოები
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.