სახელმძღვანელო საერთაშორისო პაციენტთათვის

მეორე სამედიცინო მოსაზრება & ვიზიტები

გაგვიზიარეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია და სამედიცინო ისტორია ჩვენს გვერდზე „მეორე სამედიცინო მოსაზრება“. ჩვენ გავივლით კონსულტაციას პროფესიონალ მედიკოსებთან და წარმოგიდგენთ მკურნალობის სავარაუდო სქემას, ხარჯთაღრიცხვასა და სტამბოლში ყოფნის სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას. საერთაშორისო პაციენტთა მომსახურების ცენტრის (CIP) თანამშრომლები, თქვენს შეკითხვაზე გიპასუხებენ  24 საათის განმავლობაში. 

აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ ჩვენს მეილზე და მოითხოვოთ ექიმთან მიღებაზე ჩაწერა. (international@groupflorence.com)  

ექიმთან ვიზიტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის თქვენთან შეთანხმების შემდეგ, დაიგეგმება მიღება. 

საცხოვრებელი & აეროპორტიდან ტრანსფერი

საერთაშორისო პაციენტთა მომსახურების ცენტრის (CIP) თანამშრომლები, დაგეხმარებიან საცხოვრებლის მოძიება-დაჯავშნაში, საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე კორპორატიულ სასტუმროში გრძელი ან მოკლე ვადიანი განთავსებისთვის, საცხოვრებლის ტიპი შერჩეული იქნება თქვენი საჭიროებების მიხედვით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა აეროპორტიდან ტრანსფერი სასტუმროში ან საავადმყოფოში და პირიქით. ყველა დეტალი დაგ=იგეგმება თქვენი მკურნალობის სქემისა და ექიმთან ვიზიტის დროის მიხედვით. 

სამედიცინო მკურნალობა

ყველა სამედიცინო პროცედურა ხორციელდება უახლესი აპარატურით აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ სტაციონარებში, პროფესიონალი და გამოცდილი მედიკოსების, მიერ. მკურნალობის პროცესში ჩართული არიან მაღალკვალიფიციური პროფესორები, ექიმები, ექთნები და სამედიცინო ექსპერტები. 

მკურნალობის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ სრულყოფილ სამედიცინო ისტორიას, ჩატარებული პროცედურებისა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობის შესახებ, სამედიცინო ანგარიშები მოწოდებულ იქნება ინგლისურ ენაზე.  

დარჩენის ხანგრძლივობა

სტამბოლში თქვენი ყოფნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი მკურნალობის მიმდინარეობაზე. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სტაციონარში განთავსება, ან მკურნალობის პროცესი იყოს ხანმოკლე და არ წარმოიშვას თქვენი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა. (დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით „მეორე სამედიცინო მოსაზრების“ განყოფილების წარმომადგენელი).

თქვენი ყველა საჭიროების გათვალისწინებით, CIP განყოფილების თანამშრომლები დაგეხმარებიან თქვენ და თქვენს ოჯახს, მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი მშობლიური სახლიდან შორს.  

გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.