ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ცენტრი

ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია, ეს არის მედიცინის მიმართულება, რომელიც გულისხმობს თანდაყოლილი ან შემდგომში შეძენილი სტრუქტურული დარღვევებისა და ტრავმების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. ამგვარად, აღნიშნული მიმართულება, ორიენტირებულია ყველა იმ მიდგომის გაერთიანებაზე, რაც გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

მედიცინის სხვა დარგებთან შედარებით, ფიზიკური მედიცინის-ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის კურსის წარმატების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ აქ პაციენტის მიმართ მიდგომა განსხვავებულია. კერძოდ, საქმე გვაქვს არა უბრალოდ ანატომიურ ქმნილებასთან, არამედ, ცოცხალ, ფუნქციურ, სოციალურად აქტიურ პიროვნებასთან.
  
ფიზიოთერაპიის მიზანია, აღდგეს პაციენტის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფუნქციები და იგი კვლავ გახდეს საზოგადოების სრულყოფილი და აქტიური წევრი. 



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.