პეტ - მრ

რა არის (პეტ/მრტ)?

მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) - ესაა ვიზუალიზაციის საშუალება, რომელიც ტარდება მაღალი მგრძნობელობის მაგნიტისა და რადიოტალღების გამოყენებით სიმსივნური დაავადების აღმოსაჩენად. პოზიტრონულ - ემისური ტომოგრაფიის/კომპიუტერული ტომოგრაფიის (PET) საშუალებით ხდება სხეულში ქსოვილებისა და ორგანოების ფუნქციონირების გაზომვა. PET-ის საშუალებით შესაძლებელია ონკოპაციენტთა დიაგნოსტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ პოზიტრონულ - ემისური ტომოგრაფიის შემთხვევაში იზრდება დიაგნოზის სიზუსტის ხარისხი.
 
რაც შეეხება, PET - MRI - ს - ეს გახლავთ უახლესი მაღალტექნოლოგიური კომბინირებული პროდუქტი. იგი გულისხმობს მაღალი ხარისხის PET დეტექტორების არსებობას MRI 3 ტესლა მაგნიტური ველში. სიმსივნის დიაგნოსტირების დროს, აღნიშნული მეთოდი იძლევა დაავადების ყველაზე ზუსტ გამოსახულებას/სურათს. 

3 ტესლა MRI - ისა და PET დეტექტორების სიმულაციური გამოყენება

  • PET- MRI სკანერის საშუალებით ერჯერადად ჩატარებული გამოკვლევის შედეგად შესაძლებელია მთელი სხეულის მაგნიტო რეზონანსული და პოზიტრონულ ემისური კვლევის შედეგების მონაცემების ერთდროული მიღება.
     
  • მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის ფუნქციური გამოკვლევებისა და კომპიუტერული ტომოგრაფიიდან მიღებული მოლეკულური სიგნალების კომბინაცია სიმსივნური დაავადებების მრავალმხრივი შეფასებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. 

  • პეტ-ის დეტექტორებისა და მრტ-ის საფუძველზე ერთდროული ინფორმაციის მიღება მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს.  მაღალი რეზოლუციის მთელი სხეულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად უზრუნველყოფს მოცულობითი 3D მონაცემთა ნაკრებს, რომელიც აღმოაჩენს 5 მმ ზომის სიმსივნესაც კი. 

  • პეტ-მრტ-ის საშუალებით სიმსივნის დიაგნოსტირებასთან ერთად, შესაძლებელია ჩატარდეს TNM კლასიფიკაცია. TNM კლასიფიკაციის მიხედვით ხდება სიმსივნური დაავადების დახარისხება და კლინიკური სურათის განსაზღვრა.
     
  •  მიუხედავად იმისა, რომ პეტ-მრტ ძირითადად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების გამოსახულების მისაღებად, ის ასევე გამოიყენება კარდიოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებების კლინიკური სურათის დასადგენად. 



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.