კორპორატიული

ჩვენი ისტორია 

1970-იან წლებში თურქი მოსახლეობა საზღვარგარეთ ეძებდა კორონარული არტერიის შემოვლითი პროცედურების ჩატარების საშუალებას. პროფესორმა ჯემილ დემიროღლუმ, ჩემმა ძვირფასმა მამამ და ჩვენმა მენტორმა, შემოიკრიბა თავისი მეგობარი ექიმების ჯგუფი, რომლებსაც მსგავსი იდეოლოგიები და ურყევი სურვილები გააჩნდათ. შედეგად, 1974 წელს დაარსდა ჰასეკის კარდიოლოგიის ინსტიტუტი ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე. წლების განმავლობაში ეს ინსტიტუტი მნიშვნელოვან მომსახურეობას უწევდა თურქეთის მოსახლეობას და იგი ერთგვარად შემდგომი წარმატებების საწინდარი გახდა.
 
ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფო დაარსდა 1989 წელს და დაიწყო ფუნქციონირება, როგორც მცირე, მაგრამ ამბიციურმა ჯანდაცვის დაწესებულებამ. იმ დროისათვის, საავადმყოფოში განთავსებული იყო 50 საწოლი და წლის განმავლობაში შესაძლებელი გახლდათ 250 ღია გულის ოპერაციის ჩატარება. საავადმყოფოს წარამატებული მუშაობის შედეგად მუდმივად იზრდებოდა მის მიმართ მხარდაჭერა, ნდობა.  შესაბამისად, მან გააფართოვა საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად. გაიზარდა საწოლების რაოდენობა 302-მდე და ყოველწლიურად შესაძლებელი გახდა 2000-ზე მეტი გულის ოპერაციის ჩატარება.
 
ევროპის ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფო გახლავთ ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის მეორე ფილიალი, რომელიც გახდა თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის დაწესებულება. იგი აქტიურად ემსახურება პაციენტებს ყველა მიმართულებით, კერძოდ: პედიატრიის, სტომატოლოგიის, მაკომპრომეტირებელი ქირურგიის, გინეკოლოგიისა და ოფთალმოლოგიის კუთხით.
  
გაირეთთეფეს ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფო და მისი ყოვლისმომცველი კიბოს ცენტრი გაიხსნა 1997 წელს ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობითა და ერთობლივი ინვესტიციებით. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა კონფერენციები გაიმართოს საერთაშორისო კოლეგებთან ტელემედიცინის გამოყენებით.
 
ფლორენს ნაითინგელის ჯგუფი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებითა და დაგროვილი გამოცდილებით. მან 1998 წელს დაარსა ქადირ ჰასის უნივერსიტეტი ამავე სახელწოდების ფონდის საშუალებით. უნივერსიტეტი მთავარ აქცენტს აკეთებდა  მედიცინის ფაკულტეტზე, საექთნო პროფესიულ სკოლასა და ცალკეულ დეპარტამენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანდაცვის ხარისხს. 2006 წელს ეს ინსტიტუტები გამოეყო ქადირის ჰასის უნივერსიტეტს და თურქეთში დაარსდა პირველი სტამბულის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი ჯანდაცვის მიმართულებით. ამჟამად იქ 3000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
 
1993 წელს შევუერთდი ფლორენს ნაითინგელის ჯგუფს და დღეს, როგორც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მეამაყება, რომ ვარ ისეთი ჯანდაცვის დაწესებულების ლიდერი, რომელიც აერთიანებს ოთხ საავადმყოფოს 700 საწოლით და ორ სამედიცინო ცენტრს, მათ შორის ერთს ლონდონში. 2006 წელს ჩვენ გავხსენით ქადიქოის ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფო ბაღდათის გამზირზე სტამბულში ანატოლიის მხარეში. 2013 წელს კი პირველი მწვანე საავადმყოფო თურქეთში, სადაც 219 საწოლია განთავსებული. ჩვენ ვთავაზობთ თანამედროვე და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურეობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პაციენტებს. ამასთანავე, საავადმყოფო ხელს უწყობს თურქეთის ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ექიმების, ექთნებისა და სხვა სპეციალისტების განათლებას.
 
ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები გაფართოვდა ბოლო წლების პერიოდში და გახდა ერთერთი წამყვანი ჯანდაცვის დაწესებულება თურქეთსა და რეგიონში. ჩვენი მთავარი მიზანი და საზრუნავია პაციენტს დადებითი შთაბეჭდილება შეექმნას და კმაყოფილი დარჩეს საავადმყოფოში არსებული ყველა მომსახურებით (ხარისხის, ეთიკის კომპრომისის გარეშე). 

ჩვენ ვამაყობთ, რომ პაციენტები გამოხატავენ დიდ ნდობას თურქი ექიმებისა და საავადმყოფოების მიმართ, შესაბამისად დღესდღეობით, ვგრძნობთ კეთილგანწყობას თურქეთში არსებული ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ. მე და ჩემი კოლეგა ექიმები ვცდილობთ, ღრმად დავნერგოთ საავადმყოფოს მომსახურეობის კულტურა და გავაგრძელოთ ჩვენი დროშის ფრიალი. სურვილი გვაქვს ჩვენი გამოცდილება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გავუზიაროთ პარტნიორებს, ერთობლივი აქტივობების საშუალებით.  

ჩვენო ძვირფასო პაციენტებო, 26 წლიანი მოგზაურობის მანძილზე თქვენგან მიღებული მხარდაჭერა გვაიმედებს და გვაძლევს საფუძველს იმისას, რომ ჩვენ გავაგრძლებთ თქვენზე ზრუნვას მაქსიმალური ყურადღებითა და რუდუნებით. 

პატივისცემით,
პროფესორი ჯემშიდ დემიროღლუ, 
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.