სიმსუქნის ცენტრი

პაციენტები, რომლებიც ინტერნეტით ცდილობენ ინფორმაციის მოძიებას, ხშირ შემთხვევაში, ექცევიან სრული გაუგებრობის ქვეშ. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს და იყოს არასრული, თუ ის არ არის მოწოდებული საიმედო წყაროს მიერ. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ყველაზე ზუსტი და განახლებული ინფორმაცია სიმსუქნის ქირურგიაში სპეციალიზებული სრული აღჭურვილობის მქონე ცენტრებისაგან. ყველაზე ხშირი შეცდომა გახლავთ, სხვადასხვა მეთოდების ერთმანეთთან შედარება ან ერთი და იგივე მეთოდების ტექნიკური ნაირსახეობების გათანაბრება. 


წარმატებული სიმსუქნის ქირურგიას შეიძლება სხვადასხვა განმარტება მოეძებნოს. პაციენტმა ის შეიძლება მოისაზროს, როგორც მოკლე დროის პერიოდში დაკლებული წონა, თუმცაღა წარმატება მიიღწევა უნივერსალური მეთოდით, რომელიც მიღებულია მთელი სამედიცინო საზოგადოების მიერ და გულისხმობს მინიმალურ გვერდით მოვლენებს, ხანგრძლივი დროის მანძილზე დაკლებული წონის შენარჩუნებას და ნაკლებ პრობლემატურობას. 

ჩვენს ქვეყანაში სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლი დაწესებულებების რიცხვი არც თუ ისე ბევრია. დიდია მოთხოვნილება ისეთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრებისა, რომლებიც ამ სფეროს პრობლემატურ საკითხებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგებიან. 

“Florence Nightingale“– ის პათოლოგიური სიმსუქნისა და მეტაბოლური ქირურგიული ცენტრის ისტორია

ჩვენი ბარიატრიული ქირურგიის განყოფილება ფუნქციონირებს 2011 წლიდან, მარმარილოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის განყოფილების თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორის, დოქტორი იუნუს იავუზის დანიშვნის დღიდან. იგი მუშაობდა ქ. ტრონჰეიმის წმ.ჰოლავის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში კონსულტანტ სპეციალისტად, რომელიც გახლავთ ნორვეგიის უდიდესი უნივერსიტეტი (NTNU – ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი). მისი ხელმძღვანელობით დაარსდა სიმსუქნის ქირურგიული ცენტრი, რომელიც მოიცავს დიეტის და კვების ფიზიოლოგიას, სპორტის ფიზიოლოგიას, ენდოკრინოლოგიას, ფსიქიატრიას, ანესთეზიოლოგიას და პლასტიკურ ქირურგიას. ჩვენი განყოფილების დაარსების დროს მაგალითისთვის ავიღეთ ნორვეგიის ეროვნული ბარიატრიული ქირურგიული ცენტრი და აშშ - ის სხვა სიმსუქნის ცენტრები. 

დოქტორი იუნუს იავუზი 1997-2006 წლებში მუშაობდა ნორვეგიის ეროვნულ გაფართოებულ ლაპარასკოპიულ ქირურგიულ ცენტრში. ბოლო სამი წლის მანძილზე იგი გახლდათ ამ ცენტრის ხელმძღვანელი და მონაწილეობდა ნორვეგიის ეროვნული ბარიატრიული ქირურგიული ცენტრის დაფუძნებაში 2004 წელს. 9 წლის განმავლობაში მან ჩაატარა მრავალრიცხოვანი ლაპაროსკოპიული ქირურგიული პროცედურები, 2004-2006 წლებში მონაწილეობას ღებულობდა კუჭის შუნტირების ოპერაციებში. 2007-2010 წლებში დოქტორ იავუზი მუშაობდა მარმარილოს უნივერსიტეტში, 2011 წლის დასაწყისისთვის კი მოღვაწეობას აგრძელებს სტამბოლის სამეცნიერო უნივერსიტეტში და “Florence Nightingale” – ის ჯგუფის საავადმყოფოებში. 2011 წლიდან “ Group Florence Nightingale ” – ის ბაზაზე ფუნქციონირებს პათოლოგიური სიმსუქნის ქირურგიული ცენტრი.

პათოლოგიური სიმსუქნის ქირურგიული ტექნიკის განვითარების მიზნით ჩვენი კლინიკა დახმარებას უწევს სხვა უნივერსიტეტებს და კვლევით საავადმყოფოებს. დღესდღეობით, მრავალი ოპერაცია ჩატარდა და მსგავსი დახმარება განხორციელდა ქ. ადანის, მალათიის და შანლიურფას სამედიცინო დაწესებულებებში.


დაარსების მიზანი:

სიმსუქნის შესახებ თვითცნობიერების ამაღლება 


დამცავი და პრევენციული ზომების მიღება
ობეზიტასთან დაკავშირებით მეცნიერული კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება
არსებული თანამედროვე სამკურნალო მეთოდების გამოყენება, განვითარება, გავრცელება და ტრეინინგების ჩატარება.

სიმსუქნის ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა


სიმსუქნის ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა და მოქმედი განყოფილებები მოიცავს შემდეგს: 


  • ენდოსკოპიური და ლაპაროსკოპიული სიმსუქნის ქირურგიული განყოფილება
  • ანესთეზიისა და რეანიმაციის განყოფილება
  • ენდოკრინოლოგიის განყოფილება
  • ფსიქიატრიის განყოფილება
  • ვარჯიშის და კვების ფიზიოლოგიური განყოფილება
  • დიეტოლოგიის განყოფილება
  • პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილება

კონსერვატიული მეთოდებით, როგორიცაა დიეტა, სპორტი, მედიკამენტები და ა.შ. გრძელვადიანი მკურნალობის შენარჩუნება მერყეობს 5 – დან 8 % - მდე. ეს მეთოდები ითვლება არაეფექტურად, თუმცაღა ძალიან ძვირია. 

სამეცნიერო კვლევებში არაერთხელ არის ნაჩვენები იმ ქირურგიული მეთოდების წარმატებები, რომლის გამოყენებაც მეოცე საუკუნიდან დაიწყო. 

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა არ არის ახალი ფენომენი. გასული საუკუნის დასაწყისიდან სიმსუქნეს კურნავდნენ სხვადასხვა ქირურგიული მეთოდებით. თუმცაღა, 1990 - იან წლებში ასეთი ოპერაციები ძალიან გახშირდა. ამისი მიზეზი კი შეიძლება ჩაითვალოს ლაპაროსკოპიის ფართოდ გავრცელება.

სიმსუქნის ქირურგიული მეთოდები ლაპაროსკოპიის საშუალებით ხორციელდება. იგი პროცედურებს უფრო მარტივს და უმტკივნეულოს ხდის.

განსხვავებით ბევრი კონსერვატიული ცენტრისგან, ქირურგიული პროცედურები არ უნდა იქნეს განხილული, როგორც უკანასკნელი ალტერნატივა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მისი უპირატესობების შესახებ და რაც შეიძლება მალე უნდა შეეძლოთ მათი სარგებლობა.

ავადმყოფები ქირურგიული ჩარევისათვის მომართავენ ჩვენს კლინიკას, მხოლოდ დანარჩენი სამკურნალო მეთოდების გამოცდის შემდეგ. ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს პაციენტების ინტეგრირებული საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა.

ცენტრის ტრადიციული მიდგომა გაწაფულია სიმსუქნის მკურნალობაზე, რომელიც უნდა მოიცავდეს პაციენტის სიმსუქნის პროფილის განვითარებას, ძირითადი ენდოკრინოლოგიური და ფსიქიატრიული უწესრიგობის ანალიზს, დიეტური პროგრამების მომზადებას, ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი ფიზიკური თერაპიის და სავარჯიშო პროგრამების ორგანიზებას, გულმოდგინე მეთვალყურეობას პაციენტზე. 

პასუხი კითხვაზე “ვინ უნდა გაიკეთოს ოპერაცია და როდის?” , შესაძლებელია მივიღოთ წინამდებარე გასაუბრებითა და ავადმყოფის გასინჯვის საფუძველზე. 

საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით:

სიმსუქნის ოპერაცია რეკომენდირებულია ადამიანებზე, რომელთა სხეულის მასის ინდექსი შეადგენს 40 – ს და მეტს. ექიმები ამავე მეთოდს ურჩევენ თანმხლები დაავადებების (გულ – სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სახსრების პრობლემები და სხვ.) მქონე პაციენტებსაც, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 35 – 40 შეადგენს.



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.