კლეგი თურქეთში სავაჭრო მისიას ხელმძღვანელობს

კლეგი თურქეთში სავაჭრო მისიას ხელმძღვანელობს

ნიკ კლეგი, სავაჭრო მისიის ხელმძღვანელი თურქეთში, ცდილობს მოიძიოს ინვესტიციები ბრიტანეთში და გაზარდოს გაერთიანებული სამეფოში ექსპორტი.

პრემიერ მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ შეძლებს 500 მილიონის ფუნტის ღირებულებების გარიგების წარმატებით დასრულებას. ის აწარმოებს საქმიან ვიზიტებს და უკვე ხელი მოეწერა სხვადასხვა კონტრაქტს თურქულ კომპანიებთან, რომ ერთობლივად შეძლონ გაერთიანებული ერების ქვეყნების ეკონომიკის აყვავება, შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები. 

ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერმა განაცხადა: ფანტასტიურია, როცა გაქვს შესაძლებლობა გამოაცხადო ახალი სამუშაო ადგილები გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებისათვის და მიაღწიო შთამბეჭდავ შეთანხებებს. თურქეთის რესპუბლიკა გახლავთ მეშვიდე ადგილზე ეკონომიკის განვითარების კუთხით ევროპაში. იგი აგრეთვე მსოფლიოს უდიდეს ბაზარს წარმოადგენს.
 
„ჩემი მთავარი მიზანია, გაერთიანებული ერების ქვეყნების ფირმებმა ჩადონ კაპიტალი ეკონომიკაში და მიიღონ ის შეთავაზებები, რასაც თურქეთის რესპუბლიკა სთავზობს“. 

თურქულმა კომპანიამ, რომელიც აწარმოებს HDM ფოლადის მილებს უკვე მიაღწია შეთანხმებას კარდიფში ქარხნის გახსნის თაობაზე, სადაც 7 მილიონი ფუნტის ინვესტიცია ჩაიდება. აღნიშნულ ქარხანაში დასაქმდება 38 ადამიანი. ვოლვერჰემპტონის ფოლადის საწარმომ ხელი მოაწერა 5 მილიონი ფუნტის ღირებულების ხელშეკრულებას თურქულ კომპანიასთან. აღნიშნული კონტრაქტით ისინი ექსპორტზე გაიტანენ სხვადასხვა სახის შენადნობებს, ნავთობის, გაზის და ქიმიური მრეწველობისათვის საჭირო ნივთიერებებს.
 
ამავდროულად, სტამბოლის ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფოების ჯგუფი გეგმავს შტაბების განთავსებას ლონდონში, სადაც დასაქმებული იქნება 8 ადამიანი. აღნიშნული პროექტისათვის გათვალისწინებულია 100,000 ფუნტის ინვესტიცია. 


the-independent
http://www.independent.co.uk/news/uk/politics/nick-clegg-leads-trade-mission-to-turkey-8195183.html

express-star
http://www.expressandstar.com/business/city-news/2012/10/02/clegg-leads-trade-mission-to-turkey/

Tarih 06.12.2016 editor@florence.com.tr
Paylaş
მსგავსი სიახლეები
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.