გაესაუბრეთ ჩვენს
მედიკოსს
სპეციალისტთა ჯგუფმა მოინახულა ბაჰრეინის პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. ისინი დააკვირდნენ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენად წარმატებული იყო უკვე ჩატარებული მკურნალობა და საჭიროებდნენ თუ არა დამატებით სამედიცინო დახმარებას. მათ მოგვცეს სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები მათი ხანგრძლივი გამოცდილებიდან გამომდინარე ამ სფეროში. ვიზიტის დროს მათთან ერთად იმყოფებოდნენ სალმანიას სამედიცინო კომიტეტის წარმომადგენლები. კერძოდ: სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც პაციენტთა მკურნალობის პროცესს წარმართავს.
დელეგაციამ ჩაგვიტარა ორი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ლექცია. ლექციაზე განხილული იყო ის სიახლეები, რაც ღვიძლის დაავადებებთან და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით არსებობს. მათ აგრეთვე სრულყოფილად აგვიხსნეს, როგორ შევაფასოთ იმ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის მესამე ვიზიტი ბაჰრეინის ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში.
ალ უასეტის Al Waseet al გაზეთი, ბაჰრეინი, გამოცემა 4203, სამშაბათი11/03/2014