თირკმლის ტრანსპლანტაცია


დავიწყება – არის ადამიანის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება, რომლის საშუალებითაც იგი ცხოვრების ფერხულში ებმება, მაგრამ რამდენადაც დავიწყებით ვეჭიდებით ჩვენ ცხოვრებას, ამავე დროს ხშირად დაყიწყებით ვუშვებთ შეცდომებს. ყველდღიური რეჟიმის ტემპი ხდება ჩვენი ცხოვრება, შემდეგ ჩვენ გვსურს რომ ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, რადგან დღევანდელი დღე ისედაც რთულია.

ჯანმრთელ და ძლიერ ადამიანს სჯერა რომ ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ასეთივე ჯანმრთელი იქნება. იგი მხოლოდ დღევანდელ დღეზე და ყოველდღიურ პრობლემებზე ფიქრობს. რა თქმა უნდა ადამიანი ვერ იცხოვრებს ყოველ დღე ავად გახდომის შიშით.ამიტომაც არის, რომ დავიწყება გვეხმარება მოვეჭიდოთ ცხოვრებას. ისევ და ისევ დავიწყებით ჩვენ შეგვიძლია დიდი ენთუზიაზმით ავიტანოთ ყოველგვარი ტვირთი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვგრძნობთ რომ თითქოს დრო ჩერდება, ვართ სრულიად უძლურები, შემდეგ ვიყურებით სარკეში და ვეკითხებით ჩვენ თავს, თუ სად ვართ და რა ხდება.

ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ რომ თქვენი თირკმელი დასუსტებულია და თქვენი ცხოვრებაც აღარასდროს იქნება იგივე. თქვენ ხვდებით იმ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ ადამიანთა სიაში, რომელთა შესახებაც ერთ დროს მხოლოდ გაზეთებში ან ტელევიზიაში გსმენიათ. გიხსნიან დიალიზით მკურნალობის საჭიროებას, ხდებით რეგულარულად დიალიზის მანქანაზე დამოკიდებული, შეზღუდული საკვები და სასმელი ხდება თქვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი. ძალიან ძნელია შეეგუო იმ ფაქტს, რომ თქვენ ეხლა ხართ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული. 

დაკარგულია კვირის ის სამი დღე, რომელსაც თქვენ ჰემოდიალიზით მკურნალობაში ატარებთ, თუ მოგებულია კვირის ის ოთხი დღე, რომელიც ჰემოდიალიზით მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანად დაკარგულად ჩათვლილიყო. დღესდღეობით თურქეთში დაფიქსირებულია 60 000 ჰემოდიალიზის ავადმყოფი. ყოველწლიურად2000 ზე მეტ თირკმლის გადანერგვას ვასრულებთ. თუმცა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის ძირითად მეთოდად ისევ ჰემოდიალიზი ითვლება. ჰემოდიალიზის განყოფილებებში მომუშავე პერსონალთა ძალისხმევა და ამაგი უსაზღვროა, ეს კი ეხმარება ძალიან დიდ ავადმყოფთა ჯგუფს იმედით შეხედონ მომავალს. როგორც ორგანოთა გადანერგვის ქირურგი, ვალდებულად ვთვლი თავს მადლობა მოვუხადო ჰემოდიალიზის ყველა თანამშრომელს.

მეორეს მხრივ, ადამიანის ძალისხმევამ, რაც არასოდეს მოუწოდებს განვითარების და პროგრესის შეჩერებას, ბოლო 20 წლის განმავლობაში თირკმლის გადანერგვის მეთოდი თირკმლის ქრონიკული უმაკმარისობის მკურნალობის დარგში ოქროს სტანდარტის სამკურნალო მეთოდად აქცია. პაციენტთა პროდუქტიულობის გაზრდის, მცირეწლოვანი ავადმყოფებისთვის სწავლა – განათლების გაგრძელების შესაძლებლობების მიცემის, დამოუკიდებელი და კომფორტული ცხოვრების შექმნის მიზნით აუცილებელია ყველა შესაძლო პირმა გაიკეთოს თირკმლის ტრანსპლანტაცია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა არის სხვადასხვა მკურნალობის მეთოდის გამაერთიანებელი დინამიური პროცესი. არ არსებობს დაავადება, არსებობს პაციენტი – ამ აზრის გათვალისწინებით ზუსტი შედეგის მისაღწევად საჭიროა ავადმყოფისთვის სწორი მკურნალობის საფუძვლიანი შეფასება.

ჩვენი პასუხისმგებლობაა: დავგეგმოთ და განვახორციელოთ იმ ავადმყოფთა მკურნალობა, რომელთაც დაკარგეს თირკმლის ფუნქცია და სჭირდებათ ჰემოდიალიზით მკურნალობა ან თირკმლის გადანერგვა. აუცილებელია ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება ორგანოთა შემოწირულობის თვალსაზრისით. ორგანოთა შეწირულობის გაზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი თირკმლის გადანერგვის აქტუალიზაციის საკითხში. უნდა გვახსოვდეს ჩვენი სისუსტე. ჯანმრთელობის პრობლემა არა მარტო ავადმყოფის არამედ ჩვენი პრობლემაცაა. და თუ ამ ცნობიერებას შევისისხლხორცებთ, პაციენტების და მათი ახლობლების სულიერი მარტოობაც დასრულდება. ეს ის მარტოობის გრძნობაა, რომელიც ზოგჯერ უფრო მეტად ანადგურებს პაციენტს და მის ახლობლებს ვიდრე თვითონ დაავადება.

ჩვენ, Florence Nightingale - ის ტრანსპლანტაციის ცენტრის პირადი შემადგენლობა, ვამაყობთ იმით, რომ დაარსების დღიდან მოყოლებული ორგანოთა გადანერგვის საკითხში დაგროვილი გამოცდილებით და SGK – ს(სოციალური დაცვის სამმართველო) ხელშეწყობით ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი სტანდარტებით მომსახურებას. 

ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი თირკმლის უკმარისობის დარგში. ამ მანძილის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგება ისეთი ფაქტორებისგან, როგორიცაა: სოციალური სოლიდარობა და ორგანოს შემოწირულობის საკითხში ცნობიერების გაზრდა. ორგანოთა გადანერგვის ქირურგიაში ჩვენი ექიმების მსოფლიო მასშტაბის წარმატებას სოციალური ცნობიერების და სოლიდარობის ფაქტორებიც დაემატება, რაც დაავადების წინაშე მდგომ პაციენტებს მისცემს იმედს დაუბრუნდნენ საყვარელ ადამიანებს, სამსახურებს, განათლებას, ანუ, უკეთესად რომ ვთქვათ, ღმერთის მიერ ბოძებულ საჩუქარს – ცხოვრებას. 

ნამდვილი გმირები, რომელნიც გვეხმარებიან დავუბრუნოთ სიცოცხლეს თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები, სინამდვილეში არიან დონორები. მინდა, როგორც ექიმმა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს იმ უდიდესი სიხარულისთვის, რომელიც მიანიჭეს მათ რეციპიენტებს და მომცეს საშუალება პირადად ვყოფილიყავი მათი ბედნიერების თვითმხილველი. 



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.