გულის ტრანსპლანტაციის ცენტრი



რას გულისხმობს გულის ტრანსპლანტაციის და ხელოვნური გულის მხარდაჭერი სისტემის პროგრამა?

გულის ტრანსპლანტაციის და ხელოვნური გულის მხარდაჭერი სისტემის პროგრამა არის  ორგანიზაცია, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები გუნდურად მუშაობენ გულის გადანერგვის წინა და შემდგომ პერიოდებში. გულის გადანერგვის ქირურგისა და კარდიოლოგის, რომლეიც უშუალოდ გულის უკმაროსობის კუთხით მუშაობს, გუნდში შედის ორგანოს გადანერგვის კოორდინატორები, ასევე გულმკერდისა და ინფექციური დაავადებების სპეციალისტები, ნეფროლოგი, ფსიქოლოგიი/ფსიქიატრიი, პათოლოგიის სპეციალისტი, სტომატოლოგი და კვალიფიციური ორგანოს გადანერგვის ექთნები,
სოციალური მომსახურების სპეციალისტები, ფიზიოთერაპევტები და დიეტოლოგები.

რა არის გულის უკმარისობა?

გული არის სასიცოცხლო ორგანო, რომლიც ახდენს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას. ჟანგბადით ღარიბი სისხლი, რომელიც სხეულიდან უბრუნდება გულს, მიეწოდება გულის მარჯვენა პარკუჭი და გადადის ფილტვებში. სისხლით ჟანგბადის გამდიდრება ხდება ფილტვებში. ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ბრუნდება გულის მარცხენა ატრიუმში, საიდანაც ის მიეწოდება მთელს სხეულს. გულის უკმარისობა ხდება მაშინ, როდესაც მარჯვენა, მარცხენა ან ორივე პარკუჭი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. საგულისხმოა, რომ გულის უკმარისობა პროგრესული დაავადებაა. ასეთ დროს გულის მუშაობის ხარისხი თანდათან მცირდება. ბოლოს, გული ხდება უფუნქციო და მას აღარ შესწევს უნარი საჭირო რაოდენობის სისხლი გადატყორცნოს ორგანიზმში. შედეგადსხეულის უჯრედები და ქსოვილები ღებულობენ ნაკლებ ჟანგბადს და ნუტრიენტებს. 
გულის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში იმის მიხედვით რა არის მისი გამოწვევი მიზეზები. ციფრებში თუ გამოვსახავთ აღნიშნული დაავადება 45 წელს გადაშორებული პაციენტების 2,5%-ს ემართება, ხოლო 60 წელს გადაშორებული პაციენტების 10%-ს. ფაქტია, რომ გულის უკმარისობა N1 დაავადებაა ადამიანთა სიკვდილიანობაში მტელს მსოფლიოში და მათ შორის თურქეთში. თუ კი დაავადება მისი განვითარების ბოლო ეტაპზე იქნა გამოვლენილი პაცინეტებს უმრავლესობისათვის ის ფატალური შედეგით მთავრდება დიაგნოზის დასმიდან 1 წელიწადში.
 
გულის უკმარისობის გამომწვევი დაავადებები

კორონალური არტერიის დაავადება - ყველაზე გავრცელებული გულის დაავადებაა. კორონალური არტერიები, რომლებითაც ხდება სისხლის მიწოდება, ვიწროვდება და მუშაობს შეფერხებით. ამის შედეგად მოიკარდიუმი ვერ ღებულობს საჭირო რაოდენობის ჟანგბადსა და ნუტრიენტებს, ზიანდება და საბოლოოდ მთავრდება ინფარქტით. 
გულის სარქველის დაავადება: თანდაყოლილი ან შეძენილი აორტის და მიტრალური სარქველის დარღვევები ზრდის გულის მუშაობის დატვირთვას, რაც აგრეთვე იწვევს გულის უკმარისობას. 
დილატაციური კარდიომიოპათია - გახლავთ გულის კუნთის დაავადება, რომლის დროსაც გულის კუნთის გაფართოება/გაწელვა. გულის კუნთის დაზიანებული სტურქტურა კი მიოკარდიუმის არაადეკვატური შეკუმშვის მიზეზი ხდება. ყოველივე ამას კი გულის უკმარისობამდე მივყავართ. 
მიოკარდიტი - ვირუსული ინფექციები იწვევენ გულის შეკუმშვის შემცირებას. ინფექციის მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლოა საერთოდ გაქრეს აღნიშნული პრობლემა ან შეძილება მუდმივი სახე მიიღოს, რაც საბოლოო ჯამში გულის უკმარესობის მიზეზი შეიძლება გახდეს. 

გულის უკმარისობის მკურნალობა

გულის უკმარისობის მკურნალონის რამოდენიმე გზა არსებობს: მედიკამენტოზური, დიატის დაცვით, სხვადასხვა იმპლანტირებადი მოწყობილებების საშუალებით, რომლებიც აუმჯობესებს არითმიას, კორექციული ოპერაციები (კორონალური არტერიისა  bypass და სარქველის ოპერაციები). თუმცა, ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია გულის გადანერგვა და ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემა.
  
რას ნიშნავს გულის ტრანსპლანტაცია?

გულის ტრანპლანატაცია არის პროცესი, რომლის დროსაც დაავადებული დისფუნქციური გული იცვლება ჯანმრთელი გულით. გამოიყენება უმთავრესად გვამური დონაცია. დონორი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებს (თირკმელები, ღვიძლი, გული და სხვა) ამზადებენ გადასანერგად იმ რეციპიენტის ორგანიზმში, რომელსაც უკვე მირებული აქვს გადაწყვეტილება ორგანოს გადანერგვის შესახებ
ვის შეუძლია მიმართოს გულის გადანერგვას?

გულის დაავადების მქონე პაციენტები, რომელთა ასაკი არ არის 65 წელს ზემოთ და აქვთ გულის უკმარისობის ბოლო D - ეტაპი და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ერთ წელზე ნაკლები, არიან გულის გადანერგვის კანდიდატები. ხოლო, რაც შეეხება, იმ პაციენტებს, რომლებიც 65- 72 წელს შორის არიან, მათ უტარდება გამოკვლევები ორგანიზმის საერთო ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად. მათი პროგრამაშ ჩასმა ხდება იმის მიხედვით თუ რა შედეგებს აჩვენებს გამოკვლევები, რამდენად მზად არის მათი ორგანიზმი გულის გადანერგვის ოპერაციისათვის.
 
გულის გადანერგვის ორი მთვარი მიზეზი არსებობს:

 პირველი გახლავთ კორონალური არტერიული დაავადება. მსგავსი დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა შეუძლებეი ხდება კორონალური არტერიის შემოვლითი ოპერაციით და სისხლძარღვების ბალონური სტენტირებით. შესაძლოა განვითარდეს შეუქცევადი გულის მიოკარდიული დაზიანება, რამაც გამოიწვიოს გულის შეტევა/ები, რომელსაც თან ახლავს კორონარული არტერიების დაბლოკვა. 
მეორე ძირითადი დაავადება, რის გამოც გულსი გადანერგვა აუცილებელი ხდებ არის კარდიომიოპათია (ეს არის გულის თანდაყოლილი ან შეძენილი სისუსტე ბაქტერიებისა და/თუ ვირუსული ინფექციების ფონზე). კარდიომიოპათია აქვეითებს გულის მიოკარდიუმის ფუნქციას შეიკუმშოს და სისხლი გადატყორცნოს სხეულის დანარჩენ ნაწილში. 
ზემოთ მოცემული ორი ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზის გარდა, არსებობს შედარებით უფრო იშვიათი მიზეზბი (დაავადებები) როდესაც გადანერგვა ერთადერთი გამოსავალია. კერძოდ: რევმატიული ცხელება, ჰიპერტენზია, სხვადასხვა სარქვლოვანი დაავადება, რომლებიც მიოკარდიუმის დაზიანებას იწვევს, თანდაყოლილი გულის ანომალიები, რომელტა კორექციაც ქირურგიული ცარევის გზით შეუძლებელია და გულის სიმსივნეები. აგრეთვე, პაციენტები, ვისაც აწუხებს მწვავე არითმია და მისი მკურნალობა ვერ ხერხდება მედიკამეტოზურად და/ან ქირურგიულად იმპლანტირებადი მოწყობილობების საშუალებით. 

იმ პაციენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ ნებაყოფლობით ჩაერთნონ გულის გადანერგვის პროცესში უნდა იცოდნენ და დარწმუნებულნი უნდა იყვნენ შემდეგში:
დაავადების მკურნალობის ყველა შესაძლო მეთოდი იქნა გამოყენებული და ნაცადი. 
ისინი საკუთარ სიცოცხლეს დაკარგავენ თუ არ გაიკეტებენ გულის ტრანსპლანტაციას.
მათ საშუალება ექნებათ ცვლილებები შეიტანონ საკუთარ ცხოვრებაში ნაწილობრივ, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს გარკვეული დროს განმავლობაში, მაგრამ უმეტეს წილად ეს უნდა მოხდეს ტრანპლანტაციის პროცედურის დასრულების შემდეგ.
 
პაციენტს არა მარტო გულის გადანერგვის გუნდი შეაფასებს. ამ პროცესში მოხდება პაციენტის ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის მახასიეთებლების შეფასება.  

რა არის ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემა ?

ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემა არის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც აქვს გულის სატუმბი ფუნქცია გულის უკმარისობის (D ეტაპის) მქონე პაციენტებში.  დროებითი  ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემები შესაძლებელი გამოყენებული იქნას მანამ, სანამ გულის უკმარისობა არ იქნება განკურნებული, ან სანამ არ მოხდება ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემის ჩადგმა ან გულის გადანერგვა. 

ვის შეუძლია გამოიყენოს ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემა?

ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემები გამოიყენება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობის ბოლო ფაზა და ამას ძირითადად შემდეგი 4 მიზანი უდევს საფუძვლად:
თავიდან ავიცილოთ პაციენტებში სხვა ორგანოების დისფუნქცია, რომელიც გულის უკმარისობის შედეგად შეიზლებ განვითარდეს და შეუნარჩუნონ პაციენტს სიცოცხლე სანამ მუდმივი გულის მხარდამჭერი სისტემის გამოყენება მოხდება.
პაციენტების სიცოცხლის უნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, როდესაც დაავადება მძიმედ პროგრესირებს. მაგალითად: დაავადებები, რომლებიც მიოკარდიტს იწვევენ (გულის კუნთოვანი გარსის, მიოკარდიუმის ანთება), მაგრამ შეიძლებ ამათი სრულიად განკურნება ფარმაკოთერაპიის შემდეგ. 
იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ელოდებიან ტრანსპლანტაციას, მაგრამ აღენიშნებათ გულის უკმარისობის პროგრესირება.
სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიზნით პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომლებიც ვერ ახერხებენ გულის გადანერგვა სხვადასხვა მიზეზების გამო (ასაკი, მძიმე თირკმლის ან ღვიძლის დაავადება და ა.შ.).

ვინ ატარებს გულის ტრანსპალანტაციისა და ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემის ოპერაციებს?

გულის ტრანსპალანტაციისა და ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემის ოპერაციები ტარდება შესაბამისი ტექნოლოგიების აღჭურვილ საავადმყოფოებში რომელსაც ხელმძღვანელობს თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო. მათ ჰყავთ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც გუნდურად მუშაობენ გულის ტრანსპლანტაციისა და ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემის იმპლანტაციაში.  

როგორ შიძლება ჩავერთო გულის ტრანსპალანტაციისა და ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემის პროგრამაში?

კარდიოლოგი, რომელიც პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესახებ ინფორმირებულია და მონიტორინგს უწევს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიმართავს გულის გადანერგვისა და ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემების საბჭოს, განიხილავენ გულის გადანერგვა არის თუ არა აუცილებელი დაავადების მკურნალობის მიზნით. პაციენტის სამედიცინო ისტორია, მდგომარეობა, გამოკვლევები, ფიზიკური შესაძლებლობები და სხვა დეტალები განხილულია წინასწარი შეფასებისათვის.


პაციენტის მდგომარეობას დეტალურად აფასებენ სპეციალური კომისიის მიერ, რომლეიც რეგულარულად იკრიბება. ამ კომისიაში შედის: გულის გადანერგვის ქირურგი, კარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი, პულმონოლოგი, ინფექციონისტი, გულის გადანერგვის კოორდინატორი და მდივანი. ისინი გეგმავენ სხვა აუცილებელი გამოკვლევებსა და კონსულტაციებს საჭიროების შემთხვევაში (ფსიქიატრია, ენდოკრინოლოგია, ნეფროლოგია, სტომატოლოგია და ა.შ.).

რა ხდება, როცა პაციენტი ელოდება გულის გადანერგვას?

პაციენტი, რომელიც გულის ტრანსპალანტაციისა და ხელოვნური გულის მხარდამჭერი სისტემის კომისიის მიერ ჩასმულია პროგრამაში, ელოდება სახლში მისთვის შესაფერის ორგანოს, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმარისად კარგი იმისათვის, რომ სახლში იცხოვრონ. ასეთ შემთხვევაში ისინი მოდიან საავადმყოფოში რეგულარული გამოკვლევებისათვის. ხოლო, თუ პაციენტს ახასიათებს გულის მწვავე უკმარისობა, მოხდება მისი ჰოსპიტალიზაცია, სადაც დაელოდება მისთვის შესაფერის გულს.
 
ლოდინის რეჟიმში ასევე ყურადღება ექცევა პაციენტის სამედიცინო მდგომარეობას, სისხლის ჯგუფს. ერთმანეთს ადარებენ დონორისა და რეციფიენტის სხეულის ზომებს. ბუნებრივია, პირველ რიგში ის პაციენტები დაკმაყოფილდებიან, ვისაც გულის მწვავე უკმარისობა აწუხებთ. პაცინეტები, რომელთა მდგომარეობაც საგრძნობლად გაუარესდება ლოდინის პერიოდში, მათ უნერგავენ ხელოვნური გულის მხარდამჭერ სისტემას, სანამ დონორი არ გამოჩნდება.  

რა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ლოდინის პერიოდში?

გულის გადანერგვის მოლოდინში პაციენტები უნდა იყვნენ როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად მომზადებულნი დაუყოვნებელი ტრანსპლანტაციისთვის. მათ უნდა მიიღონ თავიანთი წამლები სრულად და დროულად. ასეთმა პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ გადატვირთვას, ყურადღება მიაქციონ პირად ჰიგიენას და ჩაიტარონ რეგულარული გამოკვლევები, რადგან ყოველივე ეს პაციენტის დაინფიცირების მიზეზი შეიძლება იყოს. 
პაცინეტი და მისი ნათესავები ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ ტელეფონზე რადგან შეუძლებელია გულის გადანერგვის ოპერაციის დაგეგმვა წინასწარ. 



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.