გოქთურქის ფლორენს ნაითინგეილის სამედიცინო ცენტრი

20 საწოლიანი პალატითა და ფართო ამბულატორიული ობიექტებით დაკომპლექტებული პირველი სამედიცინო ცენტრის – Göktürk Florence Nightingale Medical Center(Göktürk Florence Nightingale – ის სამედიცინო ცენტრი) მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2006 წელს და ექსპლუატაციაში შევიდა 2007 წლის ივნისის თვეში. მისი შენობა განლაგებულია სტამბოლის ცენტრში 1500 მ2 ფართობის ტერიტორიაზე.

ცენტრის სტაციონალური და ამბულატორიული ობიექტები, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო განყოფილებები, თერაპევტული და რადიოლოგიური დეპარტამენტი (MRI, კომპიუტერიზებული მრავალშრიანი ტომოგრაფია, PET-CT და ა.შ. ), სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პოლიკლინიკები, ლაბორატორიები და მრავალი სხვ. 24 საათის განმავლობაში საერთაშორისო პაციენტების სამსახურშია. გარდა ამისა, მათ განკარგულებაშია 100 საწოლისაგან შემდგარი კერძო პალატა, დაკომპლექტებული ერგონომიული და ორთოპედიული საწოლებით, სატელიტური ტელევიზიით, კერძო აბაზანით, ტელეფონით და ექთნის გამოძახების სიგნალური სისტემით.

ცენტრის სპეციალიზებული სფეროები:

  • სასწრაფო დახმარება
  • ბიოქიმია
  • ზოგადი გამოკვლევა (Check-up)
  • კანის დაავადებები
  • რადიოლოგია
  • პედიატრია
  • ყელ–ყურ–ცხვირის განყოფილება
  • ეკოკარდიოგრაფია
  • ზოგადი ქირურგია
  • შინაგანი სნეულებები
  • მეანობა & გინეკოლოგია
  • ფიზიოთერაპია & რეაბილიტაცია
  • ორთოპედია & ტრამვატოლოგია
  • სტომატოლოგია
  • კვება & დიეტა
  • მიკრობიოლოგია

ფიზიოთერაპია & რეაბილიტაციის განყოფილების მიზანია, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ტკივილები და დამოუკიდებელი გადაადგილების საშუალება მისცეს პაციენტს.

გამოყენების სფერო

  • სპორტული ტრამვების რეაბილიტაცია
  • კისრისა და წელის თიაქარი
  • ოსტეოართროზი (ოსტეოართრიტი)
  • რევმატიული დაავადებები
  • ორთოპედიული ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის შემდგომი რეაბილიტაცია
  • მეტაბოლური ძვლოვანი დარღვევები
  • ზოგადი ტკივილები
  • რბილი ქსოვილების რევმატიზმი
  • ლიმფოდემას მკურნალობა
  • კუნთების, მყესის, პერიფერიული ნერვული დაზიანებების შემდგომი
  • რეაბილიტაცია
  • ცერებრალური დამბლა – ინსულტის რეაბილიტაცია
  • ზურგის ტვინის დაზიანებების რეაბილიტაცია
  • სქოლიოზი
  • ხელის ტრამვების რეაბილიტაცია

ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის განყოფილებაში მკურნალობა უტარდებათ შეზღუდული მოძრაობის მქონე პაციენტებს ძვალკუნთოვანი სისტემის, ორთოპედიული და ნევროლოგიური პათოლოგიების და ხანდაზმულობის ასაკში გამომჟღავნებული სხვადასხვა დაავადებების დროს.

სიმსივნის, ორსულობის, დამწვრობის, სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილების შესამსუბუქებლად, მედიკამენტებთან და სხვა სამკურნალო მეთოდებთან ერთად გამოიყენება ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო პრაქტიკაც.

პედიატრიის განყოფილება

სამედიცინო ცენტრში მოქმედებს ბავშვთა პოლიკლინიკა, დაკვირვების ოთახი, ჩვილის ოთახი და ბავშვთა სათამაშო ოთახი. აქ სრულდება ყველა სახის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

რადიოლოგიის განყოფილება

Göktürk Florence Nightingale - ის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიის განყოფილებაში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურება:

  • ულტრასონოგრაფია
  • რენტგენი
  • ექოკარდიოგრაფია
  • ელექტროკარდიოგრაფია ფიზიკური დატვირთვის ფონზე
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მამოგრაფია


გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.