გენეტიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორია

Group Florence Nightingale - ის გენეტიკური დიაგნოსტიკის ცენტრი ახორციელებს როგორც სამედიცინო – სანიტარულ ასევე სამედიცინო – კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო პაციენტების მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით უწყვეტლივ თანამშრომლობაშია უნივერსიტეტის ჯგუფებთან და კლინიკური კვლევის ცენტრებთან.

Group Florence Nightingale უფრო დეტალური და ეფექტური მომსახურების მიზნით, იყენებს სამეცნიერო და სამედიცინო მოწყობილობებით აღჭურვილ საკუთარ სპეციალიზირებულ ლაბორატორიებს.

მემკვიდრეობითი დაავადებები, რომელიც გენეტიკურ საფუძვლებს ემყარება, განკურნებადი გახდა ორი ათეული წლის წინ, როდესაც დაინერგა მოლეკულური გენეტიკური ტექნიკა. მათი შესწავლა ქმნის ინტეგრირებული და თანამედროვე მედიცინის ფუნდამენტურ ნაწილს.

თითქმის ყველა ადამიანურ დაავადებებს აქვთ გენეტიკური ცვალებადობის რაღაც კომპონენტი. თუმცა არსებობს ისეთიც რაც გამოწვეულია მუტანტის გენის (მონოგენური დაავადებები) ქმედებით და ეს გახლავთ ეფექტური მოლეკულური დიაგნოსტიკის ყველაზე შთამბეჭდავი მხარე.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) არის მეთოდი, რომელიც აერთიანებს ბოლო მნიშვნელოვან მიღწევებს ამ მოლეკულურ გენეტიკაში და დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიაში. PGD საშუალებას აძლევს ექიმებს, განსაზღვრონ ემბრიონის სხვადასხვა გენეტიკური დაავადებები იმპლანტაციამდე(დაფეხმძიმებამდე). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მანდილოსნებისათვის, რომლებიც ელოდებიან სერიოზული გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვებს.



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.