გასტროშუნტირება



გასტროშუნტირება გახლავთ ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროცედურა ჩვენს კლინიკაში. ფაქტობრივად ეს არის კუჭის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მოიცავს კუჭის მოცულობის დაპატარავებას და წვრილი ნაწლავის რეკონსტრუქციას. კუჭის დაპატარავების მეთოდი თითქმის 100 წელიწადია გამოყენებაშია. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ROUX-EN-Y გასტროშუნტირების ტექნიკას. თქვენ შეგიძლიათ, ზემოთ აღნიშნული ქირურგიული პროცედურა იხილოთ ჩვენს ვიდეო რგოლზე.


ROUX-EN-Y გასტროშუნტირების ტექნიკა

აღნიშნული მეთოდი კუჭის ზომას 30-50 მლ. ამცირებს, რაც მოცულობით პატარა ჩაის ჭიქაზე ნაკლებია. ეს კი მიუთითებს პროცედურის შემზღუდავ მახასიათებელზე. კუჭის დარჩენილი ნაწილი რჩება პასიური, უფუნქციო, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, შუნტირებული. წვრილ ნაწლავსა და კუჭს შორის ახალი მარშრუტი ყალიბდება. პაციენტის წონის შესაბამისად, პანკრეასი და ნაღვლის სითხე გადატანილი იქნება უფრო შორს. ამ გზით მოხდება საკვების შეწოვის დარღვევის გამოსწორება/დახმარება. ახალ მარშრუტებს ანასტომოზი ჰქვია, რომელმაც შეიძლება გამჟონი წერტილები შექმნას. ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ აღმოვაჩინოთ აღნიშნული გამჟონი წერტილები ენდოსკოპიური პნევმატური ტესტირების საშუალებით. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს საოპერაციო ოთახებში გაჟონვას ადგილი არ ჰქონია. ასეთი ქირურგიული ტექნიკის საშუალებით მისი რისკი დასულია 3%-მდე. მსგავს შემთხვევებში პაციენტი წყვიტავს ჭამას და იწყებს ლოდინს, იშვიათ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ლაპაროსკოპიის ხელახალი ჩატარება.


რა პერიოდში რამდენ კილოგრამს ვიკლებთ გასტროშუნტირების მეთოდით?

ვიკლებთ ზედმეტი წონის 70-80%-ს. მაგალითად, თუ პიროვნება 170კილოგრამია და მისი იდეალური წონა შეადგენს 70 კილოგრამს, იგი ზედმეტი 100 კგ. წონიდან იკლებს დაახლოებით 70 – 80 კილოგრამამდე. არიან პაციენტები , რომლებსაც უკეთესი შედეგის მიღება შეუძლიათ. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების სტილის შეცვლა შეუძლიათ. წონაში კლება ძირითადად 1 წლის განმავლობაში ხდება.


ოპერაციის შემდეგ რა სახის კვებითმა პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი?

გასტროშუნტირების პერიოდში 2 მეტრი ნაწლავი და კუჭის დიდი ნაწილი უფუნქციოდ რჩება. შუნტირება უზრუნველყოფს საკვების შეწოვის პრევენციას/არიდებას/. ამასთან მან შეიძლება ისეთი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების შეწოვას შეუშალოს ხელი, როგორებიცაა: ვიტამინი B12, რკინა და კალციუმი. B12 საჭიროებს შინაგან ფაქტორს, რომელიც გამოიყოფა კუჭიდან აბსორბირებისათვის(შეწოვის სიზნით). აღნიშნული ვიტამინი უნდა ჩანაცვლდეს ყოველთვიური ინექციებით, პაციენტმა ყოველდღიურად უნდა შეივსოს/მიიღოს "დაკარგული" ვიტამინების მარაგი. გარდა ამისა, მკურნალობის განმავლობაში ხშირად უნდა შემოწმდეს D ვიტამინისა და კალციუმის რაოდენობა ორგანიზმში. დიეტა აუცილებლად უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით პოსტ-ოპერაციის პერიოდში.


საიმედოა თუ არა გასტროშუნტირების მეთოდი ? შესაძლებელია თუ არა ოპერაციის შემდეგ წონის მატება? როგორ ავიცილოთ წონაში მატება თავიდან?

სიმსუქნის ოპერაცია არ შეიძლება იყოს 100%-ით წარმატებული. პაციენტებმა შეიძლება დაკარგონ არასაკმარისი წონა ან შეწყვიტონ წონის კარგვა ტექნიკური მიზეზების გამო. არასაკმარისი კლება შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭის დიდი ნაწილის უფუნქციოდ დატოვების, კუჭსა და ნაწლავს შორის არსებული დიდი სივრცის და წვრილი ნაწლავის შუნტირების გამო. შეუთავსებლობა შეიძლება გახდეს ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი. ოპერაციის შემდგომი წონაში მატების ფაქტორებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს დიეტის დარღვევა, არააქტიური რეჟიმი და ზედმეტი კალორიების მიღება.

შუნტირების ქირურგია ითვლება ყველაზე რადიკალურ მეთოდად. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით უფრო და უფრო მცირდება კუჭის მოცულობა და ნაწლავის დავიწროვება. არსებობს სხვა ქირურგიული მეთოდებიც.
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.