კორპორატიული

ფლორენს ნაითინგეილი Florence Nightingale

ms. florence nightingale
ჩვენს საავადმყოფოთა ქსელს, სახელი, საექთნო საქმისა და თანამედროვე სამედიცინო მენეჯმენტის ფუძემდებლის, მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მოწყალების დის, ფლორენს ნაითინგეილის საპატივცემლოდ დაერქვა.  ჩვენი დამფუძნებელთა ხედვაც, ინგლისელი მედდის, (მეტსახელად „ქალი ლამპით“) მსგავსად, სწორედ პაციენტთა მომსახურების  ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მათთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებაში მდგომარეობს.
 
ფლორენსი, თავმდაბალი ადამიანი, მედდა, ბრიტანეთში სოციალური რეფორმების ინიციატორი და სტატისტიკოსი, დაიბადა 1820 წლის 12 მაისს, ფლორენციაში, იტალიაში და  გარდაიცვალა 1910 წლის 13 აგვისტოს, მეიფერში, ლონდონში (გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი). 

ფლორენს ნაითინგეილი, ცნობილი გახდა, ყირიმის ომში დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობის პროცესში გამოყენებული ინოვაციური მეთოდების გამო. 1854 წლის 21 ოქტომბერს, ფლორენსი, 38 მოხალისე მედდასთან ერთად, გაგზავნილ იქნა ბრიტანეთის საბაზო ყაზარმა-ჰოსპიტალში, დაჭრილთა დასახმარებლად. 

სამედიცინო პერსონალის დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და არასაკმარისი ადამიანური რესურსების გამო, ჯარისკაცების მოვლა სათანადოდ ვერ ხერხდებოდა. ამას ემატებოდა ჰოსპიტალში გამეფებული საშინელი ანტისანიტარია, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობდა სხვადასხვა ინფექციების გავრცელებას, რომელიც ხშირად ფატალური შედეგით სრულდებოდა. 

ნაითინგეილის უშუალო მონაწილეობით, გაუმჯობესდა საავადმყოფოს, ჰიგიენურ-სანიტარიული და პაციენტთა მოვლის პირობები. მისი ინიციატივით დაინერგა ხშირად ხელების დაბანისა და მსგავსი ელემენტარული სანიტარიული ნორმების დაცვის პრაქტიკა.  შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და პაციენტთა სიკვდილიანობის შემთხვევები. თუმცა, თავმდაბალ მედდას მის დამსახურებაზე საუბარი მუდამ ეხამუშებოდა.  

*ქალი ლამპით- მეტსახელად უწოდეს ფლორენს ნაითინგეილს, მადლიერების ნიშნად, რადგანაც სწორედ მისმა უშურველმა ძალისხმევამ, ყირიმის ომის მიმდინარეობისას,  დაღუპვისაგან იხსნა ათასობით სიცოცხლე. 


გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.