ხშირად დასმული კითხვები



რატომ ვირჩევ  Group Florence Nightingale – ს?




  • Group Florence Nightingale  1989 წელს დაარსდა. მედიცინის სპეციალობის ყველა სფეროში მას მიღებული აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო პაციენტების მკურნალობის საკითხში წარმატების მაღალი კოეფიციენტით .
  • პაციენტების სრული მომსახურების უზრუნველყოფისათვის Group Florence Nightingale – ის მიერ გახსნილი საერთაშორისო პაციენტთა ცენტრი (CIP)  მოოიცავს ყველა სერვისს დაწყებული მგზავრობიდან და აეროპორტში დახვედრიდან , დამთავრებული საცხოვრებელი ბინისა და თარჯიმნის უზრუნველყოფით, კოორდინაციას უწევს ავადმყოფისა და მისი ოჯახის წევრების სამკურნალო და ქირურგიული საკითხების მოგვარებას.
  • კომპლექსური მომსახურების დაწესებულება უზრუნველყოფს  თქვენს ყველა მოთხოვნას  დაწყებული მოგზაურობიდან  დამთავრებული სახლში დაბრუნებით.


საიდან დავიწყო?

უბრალოდ დაუკავშირდით საერთაშორისო პაციენტთა მომსახურების ცენტრს, რომლებიც განიხილავენ  თქვენს შემთხვევებს და ზუსტად დაადგენენ თქვენს საჭიროებებს .


რა არის   საერთაშორისო პაციენტთა ცენტრის მომსახურების გადასახადი?

 თქვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ მოგაწვდით ექიმებისა და სამედიცინო აპარატურების უფასო ხარჯთა დეტალებს.
საერთაშორისო პაციენტთა ცენტრი თქვენ გემსახურებათ უფასოდ. რაც შეეხება სამედიცინო ან სამგზავრო ხარჯებს, ჩვენ არ ვადგენთ ტარიფებს.



ვინ იზრუნებს მოგზაურობის პერიოდში ჩემთან დაკავშირებულ საქმის დეტალებზე?

Group Florence Nightingale – ის საერთაშორისო პაციენტთა მომსახურების ცენტრი იზრუნებს თქვენს გამოჯანმრთელებაზე,  სამშობლოში წარმატებით დაბრუნებაზე  და ვიზიტთან  დაკავშირებულ ყველა დეტალზე.



დამჭირდება თუ არა რაიმე სამგზავრო დოკუმენტი?



დოკუმენტების ზუსტი მოთხოვნები დამოკიდებულია თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაზე. ზოგადად თურქეთში შესვლა ადვილია და გარკვეული ვადით დარჩენა შესაძლებელია თურქეთსა და თქვენს ქვეყანას შორის დადებულ სავიზო ხელშეკრულებაზე. საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით ვიზის გაგრძელებაში.



როგორია მკურნალობის ხარისხის დონე?



Group Florence Nightingale – ის ბევრ ექიმს  განათლება მიღებული აქვს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ვართ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორები.  თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი მომსახურებისა და ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია  საიტის სხვა გვერდებიდან .
 


მექნება თუ არა ენის პრობლემა ?



თქვენი მკურნალობის პერიოდში  Group Florence Nightingale  უზრუნველყოფს როგორც ინგლისურენოვანი, ასევე თქვენს ენაზე მოსაუბრე თარჯიმნებით



შემიძლია თუ არა ექიმის კვალიფიკაციის შემოწმება ?



დიახ, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ექიმის კვალიფიკაციის შესახებ.



სავალდებულოა თუ არა მივცე ინფორმაცია ჩემს ექიმს ?



თქვენ არ ხართ ვალდებული მისცეთ ინფორმაცია  თქვენს ექიმს,  თუმცაღა გირჩევთ, რომ განიხილოთ თქვენი მოსაზრებები სამედიცინო პროცედურების საზღვარგარეთ  გავლის თაობაზე თქვენს თერაპევტთან. სურვილის შემთხვევაში  ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ  ინტერნეტ კავშირი თქვენს ექიმსა და ჩვენი პარტნიორი ობიექტების  ექიმებთა შორის.


მსურს ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოსვლა , როდის შეეძლებათ  მათ მგზავრობა? 



ოჯახის წევრებს ან თქვენს თანმხლებ პირებს შეუძლიათ თქვენთან ერთად ჩამოსვლა .



სად გავჩერდები?




ნება მიეცით Group Florence Nightingale - ის საერთაშორისო პაციენტთა მომსახურების ცენტრს დაკავდეს ამ საკითხით. საცხოვრებელი ადგილის არჩევანი ხელსაყრელი უნდა იყოს თქვენი ბიუჯეტისა და კომფორტისათვის, აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მის საავადმყოფოსთან სიახლოვესაც, რადგან  რთულია ადგილობრივი ტერიტორიების არ ცოდნის შემთხვევაში გადაადგილება. გამომგზავრებამდე ჩვენ ვიღებთ თქვენგან თანხმობას საცხოვრებელი ადგილის თქვენი სურვილითა და გემოვნებით არჩევის შესახებ.


როგორ მოვხვდე საავადმყოფოში?



Group Florence Nightingale - ის საერთაშორისო პაციენტთა ცენტრი ორგანიზებას უწევს  თქვენს მთელ სამედიცინო პროგრამას დაწყებული აეროპორტში დახვედრიდან და დამთავრებული უკან გაცილებით.


რა მოხდება , თუ დამჭირდება ექიმის ზედამხედველობა მკურნალობის შემდეგ ?



მკურნალობის შემდგომი ზედამხედველობა , საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ექიმის საშუალებით, რომელსაც თქვენ აირჩევთ თქვენსავე ქვეყანაში. 
Florence Nightingale - ის საერთაშორისო პაციენტთა ცენტრს შეუძლია პრობლემის აღმოსაფხვრელად კოორდინირება გაუწიოს თქვენს ექიმთან კავშირს.


რა შედის მომსახურების ღირებულებაში ?



თქვენ შეგიძლიათ ადგილზე მიიღოთ  დაწვრილებითი ინფორმაცია ფასების შესახებ.  იმ შემთხვევაში თუ გაგიჩნდათ კითხვები ფასებთან დაკავშირებით , ნუ მოგერიდებათ მისი დაზუსტება.


შემიძლია თუ არა გავიარო ერთზე მეტი პროცედურა ერთდროულად?



რა თქმა უნდა ეს შესაძლებელი და ბევრად ეკონომიურია. და ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე.


რა არ შედის მკურნალობის ღირებულებაში?




  • ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც დანიშნული აქვს პაციენტს საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ,  ნებისმიერი მომსახურება ან სერვისი , დაკავშირებული გართულებებთან, რომელიც არ არის კავშირში პაციენტის მკურნალობასთან (მკურნალობის სერიოზულ გართულებებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები დაეკისრება პაციენტს იმ მომენტში არსებული სტანდარტული ფასების შესაბამისად ).
  • ნებისმიერი სერვისი ან მომსახურება , დაკავშირებული სერიოზულ გართულებებთან, გამოწვეული  პაციენტის ოპერაციის პერიოდში,  მოითხოვს პაციენტის გადაყვანას შიდა ან გარე სპეციალიზებულ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მკურნალობის სერიოზულ გართულებებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები დაეკისრება პაციენტს იმ მომენტში არსებული სტანდარტული ფასების შესაბამისად .
  • საავადმყოფოს სტაციონარში დარჩენის ნებისმიერი ვადით გახანგრძლივება, თავდაპირველი ვადის გათვალისწინებით, რომელიც იქნება სამედიცინო მიზეზებით გადაწყვეტილი პაციენტსა და ქირურგს შორის. (ასეთ შემთხვევაში, სტაციონარში ყოფნის გახანგრძლივებული ვადების ღირებულება ეკისრება პაციენტს,  რომელსაც დაუყოვნებლივ იხდის  საავადმყოფოში).


აწყობს თუ არა Group Florence Nightingale  ადგილობრივ ექსკურსიებს ან ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერების ტურებს თურქეთში?


დიახ. Group Florence Nightingale – ის საერთაშორისო პაციენტთა ცენტრს შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ასეთ ტურებს თქვენთვის და/ან თქვენი თანმხლები პირებისთვისაც.

 
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.