კორპორატიული

კლინიკური კვლევითი ცენტრი


Group Florence Nightingale –ის (GFN) კლინიკათა ქსელი გახლავთ, კერძო საავადმყოფოების ჯგუფი, რომელმაც დააარსა სრული შემადგენლობის კვლევითი ცენტრი. იგი ამზადებს საკუთარ კადრებს და მედიცინის მუშაკებს. კლინიკური კვლევითი ცენტრი იძლევა ექსპერიმენტალური კლინიკური კვლევების შესაძლებლობებს და მოიცავს სამედიცინო სპეციალიზაციების ფართო სპექტრს. შემუშავებულია სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური დარღვევებისა და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები.

ცენტრის მიზანია, მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების მსგავსად, თვალყური მიადევნოს უახლესი საერთაშორისო განვითარების მოვლენებს, სამედიცინო კვლევებსა და ფაქტებს სპეციალიზაციის ყველა დარგში.

კლინიკური კვლევითი ცენტრი საშუალებას აძლევს Group Florence Nightingale(GFN)–ს, თვალყური ადევნოს და გამოიყენოს მსოფლიოში დანერგილი აპარატურები, ტექნოლოგიები და სამკურნალო მეთოდები, მაქსიმალურად ისარგებლოს საკუთარი უნივერსიტეტისა და სასწავლო–კვლევითი საავადმყოფოს(ასეთი დაწესებულებების ფლობა თავისთავად განსაკუთრებული პრივილეგიაა) შესაძლებლობებით.

Group Florence Nightingale, მსოფლიოს სამედიცინო ინსტიტუტების პარალელურად, იკვლევს და ნერგავს ლაბორატორიულ, კლინიკურ და სამკურნალო მეთოდებს, რაც უშუალოდ აისახება სამედიცინო მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის ხარისხზე.
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.