კლინიკური ლაბორატორია

ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური ლაბორატორია მომხმარებელს ძირითადად
სთავაზობს ორი ტიპის მომსახურეობას:

● რეგულარულ გამოკვლევებს, რომლებიც აფასებს სიმსივნით დაავადებული
პაციენტების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას.
● ნეოპლაზიური დაავადებების სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის
საჭირო გამოკვლელებს.

დაახლოებით 1000-ზე მეტი სხვადასხვა სახის გამოკვლევა და ანალიზი ტარდება ჩვენს
კლინიკურ ლაბორატორიაში, რომლებიც ეფექტურია ონკოლოგიური პაციენეტების
კლინიკური მოვლისა და მკურნალობისათვის. აღნიშნული მრავალრიცხოვანი და ფართო
მაშტაბიანი გამოკველების წარმატებით ჩატარების მიზნით, ლაბორატორია აღჭურვილია
ავტომატიზირებული ანალიზატორებით და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო
დანადგარებით, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ლაბორატორიის კომპიუტერულ
სისტემებთან. ანალიტიკური დამუშავებას კი ახორციელებს მაღალკვალიფიციური,
სერტიფიცირებული ოპერატორები.
ლაბორატორიაში არსებული დანადგარები, გამოკვლევების ჩატარების მეთოდები
შემოწმებულია და შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს;
გამოკველევების შედეგების სიზუსტე შეფასებულია და დოკუმენტირებულია საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ (ცენტრი მდებარეობს აშშ-ში). რაც შეეხება სერვისებს, რომელთაც
ლაბორატორია და ზოგადად კლინიკა სთავაზობს პაციენტებს, ისინი აკრედიტირებულია
საერთაშორისო გაერთიანებული კომისიის მიერ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია
წარმოადგენს საერთაშორისო ხარისხის კონტროლის პროგრამების წევრს.
ექსპერტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩატარებული გამოკვლევების შედეგებზე,
მიღებული აქვთ საერთაშორისო განათლება, გავლილი აქვთ ტრენინგები და ექსპერიმენტები.
მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში გამართულია ინფექციის კონტროლის ქმედითი პროგრამა,
რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას. სისხლის პროდუქტები, რომლებიც საჭიროა
ონკოლოგიური პაციენტებისათვის მედიკამენტური მკურნალობის და/ან ქირურგიული
ჩარევის პერიოდში, უზრუნველყოფილია ჩვენივე სისხლის ცენტრის მიერ.

კლინიკურ ლაბორატორიას აქვს მულტიდისციპლინური ორგანიზაციული კულტურა,
სადაც გამოყოფილია ქვემოთ ჩამოთვლილი დეპარტამენტები:

● ზოგადი სერვისები (ვენიდან სისხლის აღება, ნიმუშების შეგროვება და მომზადება,
ემერჯენსი)
● კლინიკური, ბიოქიმიური ანალიზები,
● ჰემატოლოგია
● მიკრობიოლოგია
● იმუნოლოგია
● სისხლის გადასხმა/ტრანსფუზია

ზოგადი სერვისები

ზოგადი სერვისების დეპარტამენტში ხდება ნიმუშების შეგროვება და მომზადება,
რომლებიც საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის. ლაბორატორიაში მომსახურე
შტატი გამოკვლევებისათვის საჭირო ნიმუშებს იღებს სისხლიდან, შარდიდან და ფეკალური
მასებიდან. ვენური და კაპილარული სისხლის ნიმუშებს იღებენ შესაბამისი კვალიფიკაციის
ვენიდან სისხლის ამღებები და ექთნები.

კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები

ბიოქიმიური გამოკვლევების ლაბორატორიის მთავარი მიზანია უზრუნველყოს
ონკოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკისა და კლინიკური მოვლისათვის აუცილებელი
მომსახურება მოკლე ვადებში ყველაზე ეკონომიურად .
ლაბორატორიაში პაციენტებისათვის გაწეული ნებისმიერი მომსახურეობა ძირითადად
გაერთიანებულია ქვემოთ მოცემულ გამოკვლევებში: ფართო სპექტრის ბიოქიმიური
ანალიზები, შარდის და ფეკალური მასების, იმუნოფერმენტული, კოაგულაციის, თერაპიის
მიმართულებით, სხეულში არსებული სხვადასხვა სახის სითხის (ზურგის ტვინის, პლევრის,
პერიტონიუმის, სინოვიალური, ნერწყვის და სხვა) და სპეციფიკური სახის ბიოქიმური
გამოკვლევები. ლაბორატორიაში ყოველწლიურად თითქმის 600.000 გამოკვლევა და ანალიზი
ტარდება.
ფართო სპექტრის ქიმიურ ანალიზებში მოიაზრება არა მხოლოდ შარდის და სხეულში
არსებულ სითხეების გამოკვლევები, არამედ ფერმენტების, ელექტროლიტების, პროტეინების,
ლიპიდების და ნახშირწყლების ანალიზები.
სპეციფიკური ბიოქიმური ლაბორატორიული ანალიზები შედგება ელექტროფორეზის,
იზოფერმენტების მაჩვენებლის, იმუნოგლობინის გაზომვის, პათოლოგიური იმუნოგლობინის
ტიპოლოგიის დადგენის და იმუნური სისტემის გამოკვლევებისაგან, სხვადასხვა ჰორმონის და
სიმსივნის ინდიკატორების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნული ასევე მოიცავს სისხლის
გაზების, კოაგულაციურ და ციტოლოგიურ კვლევებს.

ჰემატოლოგია

ჰემატოლოგიისა და კოაგულაციის მიმართულებით ლაბორატორია მომხმარებელს
სთავაზობს მომსახურეობის ავტომატიზირებულ სისტემას, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების
საშუალებით მიიღწევა. აქ წარმოებული ანალიზები დეტალურ ინფორმაციას იძლევა სისხლში
არსებული უჯრედული ელემენტების შესახებ, კერძოდ: დგინდება რაოდენობა და
შემადგენლობა/ფორმა სისხლის თეთრი (ლეკოციტები) და წითელი (ერითროციტები)
უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობა და ზომა. კოაგულაციური გამოკვლევა
სისხლის შედედების ხარისხს განსაზღვრავს. თუ პაციენტის მკურნალობა მოითხოვს
დაუყონებლივი გადაწყვეტილების მიღებას სხვა გამოკვლევების წარმოებასთან მიმართებით
ლაბორატორიაში არსებობს ემერჯენსი მომსახურეობა.
ლაბორატორია პაციენტებს სთავაზობს პერიფერიული სისხლის და სხეული სითხეების
დეტალურ მორფოლოგიურ ანალიზს. აქ ყოველთვიურად კეთდება თითქმის 10,000
ჰემატოლოგიური გამოკვლევა. ჰემატოლოგიის ექსპერტები ახორციელებენ პერიფერიული
სისხლის და ძვლის ტვინის ატიპიური უჯრედების აღწერილობას, დახასიათებას და მათ
კატეგორიზაციას. ისინი, აგრეთვე, კონსულტირებას უწევენ ეზოთერულ ლაბორატორიულ
გამოკვლევებს, რომლებიც უჩვენებენ ჩვენი პაციენტების კოაგულაციური დარღვევების
აღწერილობასა და კატეგორიას.
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.