ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი

სრულყოფილი ცენტრი


რა არის ძვლის ტვინი?

ძვლის ტვინი წარმოადგენს მთავარ სისხლმბად ორგანოს. იგი არის ღრუბლის მსგავსი ქსოვილი, რომელიც მოთავსებულია მსხვილი ძვლების ღრუებში. ძვლის ტვინი ზრდასრული ორგანიზმის ერთადერთი ქსოვილია, რომელიც ნორმაში ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ნაკლებად დიფერენცირებულ და არადიფერენცირებულ უჯრედებს, რომელსაც ღეროვანი უჯრედები ეწოდება. ღეროვანი უჯრედები ძვლის ტვინში წარმოქმნიან სამი მნიშვნელოვანი სახის სისხლის უჯრედებს:

სისხლის წითელი უჯრედები, რომლის საშუალებითაც ჟანგბადი მიეწოდება მთელ ორგანიზმს
სისხლის თეთრი უჯრედები, რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან
თრომბოციტები, რომელიც სისხლს შედედების უნარს სძენენ

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (ცნობილია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის სახელითაც) კეთდება სხვადასხვა მძიმე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დონორის ძვლის ტვინი ასევე საკუთარი (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია).

როგორ ხორციელდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია?

ტრანსპლანტაციის პროცესის ეტაპები

პროცესი იყოფა ხუთ ეტაპად:

თქვენი სხეულის ფიზიკური შემოწმება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გამოკვლევა
ღეროვანი უჯრედის მოპოვება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ტრანსპლანტაციაში
თქვენი სხეულის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის
ღეროვანი უჯრედის გადანერგვა
სხვადასხვა გართულებებისა და გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით მუდმივი მეთვალყურეობის და გამოჯამრთელების (აღდგენითი) პერიოდი

რატომ არის საჭირო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ?

ღეროვანი უჯრედები წარმოქმნიან სისხლის დეფექტურ უჯრედებს, ძვლის ტვინი, შემდეგ კი მთელი ორგანიზმი იჟღინთება აღნიშნული უჯრედებით და საჭიროებს ქიმიოთერაპიულ მკურნალობას, რაც აზიანებს ძვლის ტვინის უჯრედებს და დგება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საკითხი. სისხლის უჯრედების ნებისმიერი დარღვევა შეიძლება იყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის, მაგ:

არა გაქვთ საკმარისი სისხლის წითელი უჯრედები, ხართ ფერმკრთალი, დაღლილი და დასუსტებელი
არა გაქვთ საკმარისი სისხლის თეთრი უჯრედები, განვითარების უფრო დიდი რისკი არსებობს
არა გაქვთ საკმარისი თრომბოციტები, სისხლდენის შესაძლებლობა მაღალია

ლეიკემია

ლეიკემია გახლავთ თეთრი სისხლის უჯრედების კიბო (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე). დაავადებულ ორგანიზმში სწრაფად მატულობს სისხლის უმწიფარი თეთრი უჯრედების რაოდენობა, ამის შედეგად მცირდება ლეიკოციტების და სხვა ნაწილაკების რაოდენობა, რაც ხელს უშლის ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ამ პროცესის შედეგად შეიძლება განვითარდეს ანემიის სიმპტომები, რაც ქმნის სისხლდენის, სისხლჩაქცევების საშიშროებას, იმუნიტეტი ქვეითდება და ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებები.

ჰოჯკინის ლიმფომა

ჰოჯკინის ლიმფომა არის სხვა სახის სიმსივნე, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედებიდან – ლიმფოციტებიდან წარმოიშობა. იგი ორგანიზმში ვრცელდება არა სისხლის, არამედ ლიმფური სისტემის საშუალებით. დაავადებების პროგრესირებასთან ერთად დიდდება ლიმფური კვანძები. მას უშუალო წვლილი მიუძღვის ანტისხეულების გამომუშავებასა და უჯრედული იმუნური პასუხის რეალიზებაში, რასაც თავის მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მწვავე და ქრონიკული ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობაში.

მემკვიდრეობითი (გენეტიკური) სისხლის დაავადებები

არსებობს მთელი რიგი გენეტიკური სისხლის დარღვევები, სადაც შეინიშნება გენის ცვლილებები (მუტაცია) ეს კი ნიშნავს რომ სისხლის უჯრედები ნორმალურად არ ვითარდება. ამ დაავადებებს მიეკუთვნება ანემია და თალასემია, რაც სისხლის წითელი უჯრედების წარმოებას უშლის ხელს.

ვის შეუძლია გაიკეთოს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ?

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩვეულებრივ რეკომენდირებულია შემდეგ შემთხვევებში:

როდესაც რეციპიენტის ჯანმრთელობის ვითარება, მიუხედავად მასთან დაკავშირებული მდგომარეობისა, დამაკმაყოფილებელია (როდესაც სიმსივნე რემისიის სტადიაშია, ხშირად კეთდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია )
არსებობს შესაფერისი დონორი ტრანსპლანტაციისათვის
არსებული მდგომარეობა არ რეაგირებს მკურნალობის სხვა ფორმებს

Group Florence Nightingale - ში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

Group Florence Nightingale წლების განმავლობაში ლეიკემიის, ლიმფომის, მიელოდისპლაზიის, მრავლობითი მიელომის ან სხვა სისხლის დაავადებების მქონე ათასობით პაციენტს სთავაზობს უახლეს კვლევით და ტექნოლოგიურ მეთოდებს.



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.