ათაშეჰირის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო

ათაშეჰირის ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფო გახლავთ ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფოების ჯგუფის მე-7 ფილიალი. „პაციენტის კმაყოფილება“ - გახლავთ საავადმყოფოს მუშაობის ერთგვარი პრინციპი. შესაბამისად, აქ პაციენტებსა და მათ ნათესავებს სთავაზობენ თანამედროვე, საიმედო, ხალისიან და ხარისხიან მზრუნველობას მათსავე ჯანმრთელობაზე უმაღლესი დონის ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენებით. 

ათაშეჰირის ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფოში შეგიძლიათ მიიღოთ ფართო სპექტრის სერვისები: პედიატრიული და ზრდასრულთა სასწრაფო მომსახურება, ამბულანსი/სასწრაფო დახმარების სამსახურები, ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც ტარდება უმაღლესი დონის დანადგარების გამოყენებით, ზრდასრულთა და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებები; აქვე შეგიძლიათ მიმართოთ პრევენციული სამედიცინო ზომების გატარება, ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობას, სკრინინგის ცენტრებს, ლაბორატორიებს.

უნდა აღინშნოს, რომ საავადმყოფო წარმატებული და აღიარებულია, განსაკუთრებით  ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში და ამასთანავე ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულებით. საავადმყოფოში ფუნქციონირებს ისეთი მოწინავე ტექნოლოგიური დანადგარები, როგორიც არის: და ვინჩის რობოტი,  კენტავრის ხერხემლის რობოტი. საავადმყოფოს ჰყავს სპეციალიზებული პერსონალი, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ დანადგარებზე. 

გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.