Prof. Dr. Ayten  PAMUKÇU

Prof. Dr.
Ayten PAMUKÇU

Çocuk Göğüs Hastalıkları

Make An Appointment
Hospitals 
  • Kadıköy Florence Nightingale Hospital Bağdat Cad. No:63 Kızıltoprak Kadıköy - İstanbul Show in Map
  • Kadıköy Florence Nightingale Medical Center Bağdat Caddesi No: 69 Kızıltoprak - Kadıköy - İstanbul Show in Map
  • Part-Time, Consultant Works

პროფ. დოქტ. აითენ ფამუქჩუ გახლავთ სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის კურსამთავრებული. რეზიდენტურა გაიარა მარმარის უნივერსიტეტში, პედიატრიის მიმართულებით. მოგვიანებით, ასპირანტურაში ჩააბარა ლონდონში, Royal National Brompton Heart and Lung Hospital-ში. აქ შეისწავლა ბავშვთა გულმკერდის დაავადებების სპეციალობა.  პროფ. დოქტ. აითენ ფამუქჩუ, დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ისეთი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებზე, როგორიცაა: ქოჯაელის, დუზჯეს, აბანთის იზზეთ ბაისალისა (სამედიიცნო ფაკულტტის დამაარსებელი) და სტამბოლის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტები. მან ბევრი პროფესიონალი აღზარდა. მეცნიერული თვალსაზრისითი, იგი ნაყოფიერი მედიკოსია. მისი ავტორობით გამოიცა უამრავი სამეცნიერო სტატია, აგრეთვე არის ბევრი დისერტაციის ხელმძღვანელი. ხშირად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იგი, ძირითადად, მუშაობს და იკვლევს შემდეგ თემებს: ქრონიკული ხველება მცირეწლოვნებში, ასთმა, პნევმონია, ტუბერკულოზი და სხვ.  პროფ. დოქტ. აითენ ფამუქჩუ, ამავდროულად, არის სხვადასხვა ასოციაციების აქტიური წევრი. კერძოდ: ბავშვთა გულმკერდის დაავადებების ასოციაცია, ბავშვთა სასუნთქი გზების დაავადებებისა და კისტური ფიბრომის ასოციაცია, ევროპის სასუნთქი სისტემის დაავადებათა ასოციაცია (Eurepean Respiratory Society), პედიატრთა ასოციაცია, თურქეთის პედიატრთა საბჭო და სხვ. პროფ. დოქტ. აითენ ფამუქჩუ, 2014 წლიდან მოყოლებული, არის ქადიქოის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოს გუნდის წევრი. პროფესიული პრაქტიკას იგი წარმატებით უთავსებს სხვადასხვა აქტივობებს.  

    • Date of Birth 1958
    • Place of birth İSTANBUL
    • Spoken Languages Tr, Eng
  • Videos
  • News
Do you want to keep informed about us?
florence nightingale hastanesi

Copyright 2016 Group Florence Nightingale Hospitals. All rights reserved.

The information on this website is not intended to replace any medical advice given by physicians with access to your detailed medical history.